ტორტი “ოცნება” – ისე სწრაფად ცხვება, მასზე უკვე ლეგენდები დადის!

by ekaterine

ძალიან ბევრი რეცეპტი არსებობს ტორტების, რომლებსაც გამოცხობა არ სჭირდება, ცხოვრების ტემპის გამო ხშირად ვეღარ ხერხდება ისეთი დესერტების მომზადება, რომლის გამოცხობაზეც დიდი დრო იკარგება. ამ რეცეპტზე უკვე ლეგენდები დადის, მისი ფირფიტების გამოსაცხობად მხოლოდ 10 წუთია საჭირო. თუ თქვენ ზოგავთ დროს და ენერგიას, მაშინ ეს ნამდვილად თქვენთვისაა და გირჩევთ, სცადოთ.

შემადგენლობა

კარაქი 100 გ

შესქელებული რძე 400 გრ

კვერცხი 2 ც.

ხორბლის ფქვილი 1 ჭიქა

სოდა 0.5 ჩ/კ.

კაკაოს ფხვნილი 2 ჩ/კ.

არაჟანი 300 გ

შაქარი 150 გრ

შოკოლადი გემოვნებით

მომზადება

გაადნეთ კარაქი, დაამატეთ შესქ. რძე და კვერცხი, აურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ სოდა ლიმონის წვენში გაზავებული. ბოლოს დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.

ცომი გაყავით სამ ნაწილად. ერთს შეურიეთ კაკაო. თითოეული გამოაცხვეთ ცხიმწასმულ ტაფაზე.

არაჟანი ათქვიფეთ შაქართან ერთად და კრემით შეაერთეთ თბილი ფირფიტები, შუაში მოაქციეთ კაკაოსფერი. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.

ორი საათით შეინახეთ მაცივარში.

Related Articles