ვაწყობ მარწყვს, ვასხამ ცომს და ვაცხობ! კლაფუტი – წარმოუდგენელი გემოს ფრანგული დესერტი!

by ekaterine

ამ დესერტს ვაცხობ მარწყვით, მაგრამ გამოდგება ნებისმიერი კენკრა და ხილი.

 

ფრანგული პეროგი

მისი ორი სიტყვით აღწერა შეუძლებელია. ეს არის მკვრივი, არა-ფოროვანი პეროგი, რომელიც სრულად ინარჩუნებს კენკრის არომატს.

ჩემს ოჯახის წევრებს ძალიან უყვართ კლაფუტი მისი უნიკალური გემოთი და საინტერესო ტექსტურით.

 

ინგრედიენტები:

0.5 კგ მარწყვი

100 გ ფქვილი

60 გ შაქარი

10 გრამი მარილი

200 მლ რძე

4 კვერცხი

50 გრ კარაქი

მომზადება:

საშუალო ზომის თასში აურიეთ შაქარი, ფქვილი და მარილი.

 

დაამატეთ რძე.

 

დაამატეთ 4 კვერცხი და ათქვიფეთ მიქსერით.

 

გაადნეთ კარაქი და დაამატეთ მასას.

 

გარეცხეთ მარწყვი და მოაცალეთ ყუნწები.

 

თუ გასახსნელ საცხობ ფორმას იყენებთ, კარაქი წაუსვით ძირზე, თუ ფორმა მთლიანია, ჯერ საცხობი ქაღალდი ჩააფინეთ და ზემოდან წაუსვით ცხიმი.

ფსკერზე მოათავსეთ მარწყვი.

 

ფრთხილად დაასხით მზა ცომი.

 

\

200 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში გამოაცხეთ. შემდეგ 180 გრადუსამდე დაუწიეთ ტემპერატურას და კიდევ 40წუთი აცხვეთ.

 

 

Related Articles