ალბათ არ არსებობს ბავშვი, რომელიც უარს ამბობს შოკოლადის ჭამაზე. სამწუხაროდ ძნელია მაღაზიის თაროებზე იპოვოთ მაღალი ხარისხის და უვნებელი პროდუქტი. შემადგენლობის სხვადასხვა დანამატების შთამბეჭდავი სია გულწრფელად იწვევს შეშფოთებას.
გთავაზობთ შოკოლადის მომზადებას მარტივი რეცეპტის გამოყენებით.
შემადგენლობა
კაკაოს ფხვნილი 100 გრ
ნაღები 50 მლ
შაქრის პუდრი 2 ს/კ.
კარაქი 50 გრ
ვანილი გემოვნებით
ქიშმიში , დარიჩინი, კაკალი გემოვნებით.
მომზადება
გააცხელეთ ნაღები, არ აადუღოთ და გახსენით მასში შაქრის პუდრი და ვანილი.
დაამატეთ დარიჩინი და კარაქი, რომ არ აიკოშტოს, კაკაო ცოთ-ცოტა გახსენით.
დადგით წყლის აბაზანაზე და თან შეურიეთ ქიშმიში და დაჭრილი კაკალი, როცა კარგად გაცხელდება, გადმოიღეთ და ჩაასხით ფორმებში. შეგრილებული მოათავსეთ მაცივარში.
ეს დესერტი დასაშვებია 1,5 წლიდან ბავშვისთვის, რა თქმა უნდა, თუ მას კაკაოზე ალერგია არ აქვს.