ვჭამ გემრიელ წვნიანს ცხიმის მწველი მწვანილით და შესამჩნევად დავიკელი წონაში,2 დღეში მინუს 3 კილოგრამი და არავითარი შიმშილი!

by ekaterine

დიეტური წვნიანი ” იმუნიტეტი პლიუსი”დაბალკალორიული და სასარგებლო ნივთიერებების მაღალი შემცველია. არ შეიცავს კარტოფილს და მიუხედავად ამისა, მაინც ნოყიერია და გემრიელი. ის მზადდება ხორცისგან, დაბალკალორიული ბოსტნეულისგან და ცხიმისმწველი კომპონენტებისგან, როგორიცაა ნიახური და კოჭა.

 

დიდხანს არ უნდა ხარშოთ, რადგან სასარგებლო თვისებებს კარგავს და გახდომასთან ერთად შეგვექმნება ჯანმრთელობის პრობლემები. სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს ეწოდება არაკონტროლირებადი აპეტიტი.

დაგეგმეთ რაციონი სწორად. ის უნდა შეიცავდეს საჭირო რაოდენობის ცილას და ბევრ ბოსტნეულს. ერთი პორცია უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 300 გრამს. სვით 1-2 ლიტრი სუფთა წყალი, საურველია წყურვილის დროს.

 

გამორიცხეთ ტკბილეული, მაღაზიის წვენები, საკონდიტრო ნაწარმი, ალკოჰოლი რაციონიდან. დასაშვებია მცენარეული ცხიმი სალათებისთვის, იოგურტი, კეფირი, მაწონი დღეში არაუმეტეს 200 მლ. უცხიმო ხაჭო დღეში 250 გრამი კვირაში სამჯერ.

კვირაში ორჯერ განტვირთვის დღეებში ჭამეთ მხოლოდ დიეტური წვნიანი და სვით წყალი, როცა მოგინდებათ.

წვნიანის შემადგენლობა

1.5-2 ლ წყალი

300 გ ქათმის ფილე

300 გრ ბროკოლი

1 კონა ნიახური

1 სტაფილო

1 ხახვი

1 ს/კ. გახეხილი კოჭა

2 ს/კ.მცენარეული ზეთი

ახალი მწვანილი

მარილი გემოვნებით

 

ქათმის ფილე დაჭერით კუბიკებად და მარილიან წყალში მოხარშეთ.

გარეცხეთ ბოსტნეული, გაასუფთავეთ, სტაფილო გახეხეთ, ხახვი ალყა-ალყა დაჭერით, ნიახური დაჭერით წვრილად.

 

მდუღარე ბულიონში ჩაყარეთ ბოსტნეული და ადუღეთ 10-15 წუთი, სანამ ნიახური არ დარბილდება, დაამატეთ ზეთი და ბროკოლი, როცა წამოდუღდება დაამატეთ მწვანილი, კოჭა და გადმოდგით ცეცხლიდან. გააჩერეთ თავდახურული 10 წუთი.

 

აუცილებლად წვნიანი მოამზადეთ დილით, მეორე დღის წვნიანი კარგავს ღირებულებებს.

Related Articles