ხაჭოს ნამცხვარი “ვარდი”. ცომს რულეტივით ვახვევ, ვჭრი შუაზე და ვაცხობ, 20 წუთში მთელი ოჯახი მივირთმევთ ჩაისთან!

by ekaterine

ბევრი დედა უშედეგოდ ცდილობს შვილს სულ მცირე ულუფა ხაჭო მაინც შეაჭამონ, რადგან ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა. ჩვენ მივაგენით გზას გამომგონებელი დიასახლისებისთვის. ხაჭოს ვარდები ისეთი ლამაზია, ვერც ერთი ბავშვი ვერ იტყვის მასზე უარს.

 

თუ მოამზადებთ დიდი პორციით, შეინახეთ მაცივარში.

მარტივი ხაჭოს ნამცხვრები

ინგრედიენტები

450 გ ფქვილი

250 გრ ხაჭო

100 გ მარგარინი

1/2 ჭიქა შაქარი

1/4 ჩ/კ. სოდა

1 გ ვანილი

1/2 ჩ/კ. მარილი

2 კვერცხის გული

მომზადება

ღრმა თასში ერთმანეთს შეურიეთ: ხაჭო, გამდნარი მარგარინი, შაქარი, ვანილი, მარილი და კვერცხის გული.

 

დაამატეთ ფქვილი სოდასთან ერთად და მოზილეთ ნაზი ცომი. შეიძლება ფქვილის დამატება საჭირო გახდეს, ყველაფერი ხაჭოზეა დამოკიდებული.

 

გაათხელეთ ცომი 2-3 სმ-ის სისქეზე და ჭიქის დახმარებით გამოჭერით წრეები. 3-4 წრე დაახვიეთ რულეტივით.

 

გაჭერით რულეტი შუაზე და მიიღებთ ორ ვარდს.

 

როცა მთლიანი ცომისგან გაამზადებთ ვარდებს, საცხობ ფორმაზე გაშალეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყეთ ნამცხვრები.

 

გამოაცხეთ 120 გრადუსზე 20-30 წუთი.

 

ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!

Related Articles