ნამცხვარი “ზებრა” კვერცხისა და რძის გარეშე. ისეთი გემრიელი გამოვიდა, ნამცეციც კი არ დარჩენილა!

by ekaterine

მარხვის დროს ძალიან გვინდება ტკბილეული, მაგრამ მათი შემადგენლობა ზოგჯერ შესაძლებლობას არ გვაძლევს მივირთვათ ისინი. საბედნიეროდ არსებობს რეცეპტები, რომლებიც აკრძალულ ინგრედიენტებს გამორიცხავს და თავისუფლად შეგვიძლია თავი გავინებივროთ და არც წესები დავარღვიოთ.

მარტივი სამარხვო რეცეპტი

საოჯახო ნაცხვარი ზებრა

 

ინგრედიენტები თეთრი ცომისთვის

150 გ შაქარი

1 ჩ/კ. საცხობი ფხვნილი

მარილი

300 გ ფქვილი

200 მლ წყალი ან ბანანის წვენი

1 ბანანი

ინგრედიენტები შოკოლადიანი ცომისთვის

150 გრ შაქარი

1 ჩ/კ. საცხობი ფხვნილი

მარილი

100 გ კაკაო

200 მლ წყალი ან ყავა

მომზადება

ღრმა თასში უპირველესად ავთქვიფოთ მწიფე ბანანი და დავამატოთ წყალი ან წვენი.  დაამატეთ შაქარი, მარილი, საცხობი ფქვილი და ფქვილი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი საფუძვლიანად და გააგრძელეთ შემდეგი ნაბიჯი.

 

შოკოლადიანი ცომიც ამგვარად მოამზადეთ ცალკე ჭურჭელში.

 

სასურველ ფორმაში ჩაასხით მონაცვლეობით თეთრი და შავი ცომი.

 

შედგით ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.

 

თუ შეიგრძენით  ნამცხვრის სასიამოვნო არომატი, ესე იგი დესერტი მზადაა. გამოიღეთ ღუმელიდან და დააგემოვნეთ.

 

შედეგით კმაყოფილი დარჩებით. გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში!

 

Related Articles