კულინარიული აღმოჩენა – აი რა შეიძლება გამოვაცხოთ ჩვეულებრივი კისელის ფხვნილისგან.

by ekaterine

ნამცხვარი კისელის ფხვნილისგან დაამშვენებს თქვენს მაგიდას. არაჩვეულებრივი ფერის გარდა, ის ძალიან არომატული და ფუმფულაა.

ნამცხვრის ფერი დამოკიდებულია კისელის შემადგენლობაზე, გამოიყენეთ მარწყვის, ალუბლის, ჟოლოს კისელი და ისიამოვნეთ ნამცხვრის ჯადოსნური ფერით და გემოთი.

 

 

შემადგენლობა

მშრალი კისელი 250 გ

კვერცხი 3 ცალი.

ხორბლის ფქვილი 3 ს/კ.

საცხობი პუდრი 10 გ.

მომზადება

კისელის ფხვნილი აურიეთ ფქვილში და საცხობ ფხვნილში.

 

ათქვიფეთ კვერცხი და აურიეთ მშრალ მასას.

 

ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში ჩაასხით ათქვეფილი მასა და 20ო გრადუსზე გამოაცხეთ, დაახლოებით 20 წუთი. შემდეგ გადმოიტანეთ სუფთა სამზარეულოს ტილოზე გასაციებლად.

пирог из сухого киселя

მიირთვით გემრიელად! შეგიძლიათ გაჭრათ ორ ნაწილად და წაუსვათ ჯემი ან კრემი, ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მე მაგალითად, ასე უფრო მიყვარს, ყველაფრის გარეშე, თან დაბალკალორიულია და გასუქებისაც არ მეშინია.

Related Articles