ბრინჯის ტკბილი ფლავი ჩირებით.

by ekaterine

ბრინჯის ფლავი ჩირებით

ინგრედიენტები:

2 ჭიქა ბრინჯი

5 ჭიქა წყალი

1 ჭიქა შაქარი

კარაქი 150გრ

ვანილი 2 ცალი

თეთრი ბლის მურაბა

კომში

შავი ქლიავის ჩირი

ქიშმიში

მარილი 0.5 ჩ/კ

ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავაგდოთ კარაქი და ჩავყაროთ მარილი.

ადუღების შემდეგ დავამატოთ შაქარი და მურაბა.

შაქარი რომ გაიხსნება წყალში დავამატოთ ბრინჯი.

წამოდუღებისთანავე მოვხადოთ თავსახური, დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ წყლის ამოშრობამდე.

სანამ წყალი ბოლომდე არ ამომშრალა, ვამატებთ წინასწარ წყალში ჩამბალ ქიშმიშს და ქლიავის ჩირს, ვანილს, ლიმონის ცედრას. ამოვურევთ ფრთხილად და თავდახურული ძალიან დაბალ ცეცხლზე დავტოვოთ გაშრობამდე.

ზემოდან მოვაყაროთ მოხარშული კომშის ნაჭრები და ბლის მურაბა.

Related Articles