წვნიანი, ფუმფულა, გემრიელი კატლეტები!

by ekaterine

ეს კატლეტი საკმაოდ სასარგებლოა, ვინაიდან წიწიბურაზე მზადდება. წიწიბურა კი ცნობილია სასარგებლო თვისებებით. შეგახსენებთ ზოგიერთ მათგანს: აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტერინის, შლაკებისა და მძიმე ლითონების გამოდევნას.
დიეტოლოგები შაქრიანი დიაბეტით, ანემიით და ჭარბი წონით დაავადებულებს ურჩევენ მენიუში წიწიბურა ჩართონ.

დაგჭირდებათ:

5 ჩაის ჭიქა წიწიბურა

100 მილილიტრი ზეთი

5-6 თავი ხახვი

0,5 კილოგრამი კარტოფილი

1 კვერცხი

ტომატ პასტა

ქინძი და ოხრახუში თითო კონა

ხმელი დაფქული ქინძი, უცხო სუნელი, დაფქული ქონდარი თითო ჩაის კოვზი

ფარში 400-500 გრ.

მარილი, პილპილი, ნიორი გემოვნებით

მომზადება:

блюда из гречки и мяса

 

წიწიბურას დაასხით 10 ჩაის ჭიქა წყალი, ზეთი, 2 ჩაის კოვზი მარილი და მოხარშეთ. როცა წყალი მთლიანად დააშრება, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. გაატარეთ ასევე უმი კარტოფილი, ხორცი, მწვანილი.

фарш для котлет

მიღებული მასა შეანელეთ ხმელი სუნელებით, კვეცხით, პილპილით, მარილით (თუ აკლია). გააკეთეთ პატარ-პატარა გუნდები და ამოავლეთ საფანელში (გამოიყენეთ ან პურის ფქვილი, ან სიმინდის ფქვილი ან დაფქული ორცხობილა) და შეწვით წეთში ორივე მხრიდან. მოთუშეთ შემწვარი კატლეტები ტომატში.

ключевик картинки

 

Related Articles