იდეალური ყველის სუპი. პირველივე კოვზიდან დაიპყრობს თქვენს გულს! ეს ის შემთხვევაა, როცა კერძის დამატებას ითხოვ!

by ekaterine

როდესაც ბორში და სხვა ჩვეული წვნიანები გბეზრდება, ამ შემთხვევაში ყველის სუპი იდეალურია – ნაზი, გემრიელი, ნოყიერი, თანაც, მისი მომზადება ძალიან ადვილია.

ინგრედიენტები

2 ც მდნარი ყველი

3 ც კარტოფილი

100 გრ ბარდა

1 ც სტაფილო

200 გრ ატრია

1 ც ხახვი

შავი პილპილის კაკლები გემოვნებით

1 ც დაფნის ფოთლი

1,5 ს.კ. ზეთი

2 ლ წყალი

ოხრახუში გემოვნებით

მარილი, დაფქული შავი პილპილი გემოვნებით.

მომზადება:

კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად. ყველი საყინულეში გაყინეთ და ისე დაჭერით.

დადგით გაზქურაზე 1 ლიტრი წყალი, აადუღეთ,  ჩაყარეთ კარტოფილი, პილპილის კაკლები, დაფნის ფოთოლი. ადუღების შემდეგ დაუკელით ცეცხლს.

 

დაჭერით ხახვი წვრილად, გახეხეთ სტაფილო.

მოთუშეთ ზეთში და დაამატეთ კარტოფილს. შემდეგ ჩაყარეთ გაყინული ბარდა.

 

გახეხეთ მდნარი ყველი და დაამატეთ სუპში, ურიეთ 1 წუთი გახსნამდე.

 

მოუმატეთ ცეცხლს, ჩაასხით 1 ლიტრი წყალი, დაუმატეთ ატრია, მარილი და პილპილი. ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. გამორთეთ გაზქურა და დატოვეთ რამდენიმე წუთით. მირთმევის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

 

ყველის სუპს სასიამოვნო ნაღების არომატი აქვს და სასარგებლოც არის. შეგიძლიათ მოამზადოთ ხორცის ბულიონით. ატრიის ნაცვლად გამოიყენოთ ფქვილი და კვერცხი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!

 

Related Articles