მეფური კერძი მარტივი ინგრედიენტებით. ოქროსფერი ბლინები არომატული შიგთავსით!

by ekaterine

ბლინები  თავისთავად სრულფასოვანი და უგემრიელესი კერძია. საკმარისია, დაუმატოთ ცოტაოდენი არაჟანიც და მეფური საჭმელიც მზადაა! მეგონა, რომ კლასიკურ რეცეპტს არაფერი აჯობებდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი.

ინგრედიენტები

200 გრ ქათმის ფილე

2 ც ხახვი

250 გრ ქამა სოკო

არაჟანი გემოვნებით

1,2 კგ კარტოფილი

1 ც სტაფილო

120 გრ ფქვილი

1 კვერცხი

150 გრ მაგარი ყველი

მწვანილი გემოვნებით

მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

გაფცქვენით და დაჭერით ხახვი, გარეცხეთ სოკო და ქათმის ფილე, დაჭერით საშუალო ზომის კუბებად. მოთუშეთ ხახვი.

დაუმატეთ ხორცი და მობრაწეთ. დაუმატეთ სოკო, მარილი, პილპილი. როდესაც შიგთავსი მომზადდება, დაუმატეთ 2 ს.კ. არაჟანი, მოურიეთ და გადმოდგით გაზქურიდან.

გათალეთ და გახეხეთ კარტოფილი და სტაფილო, გაწურეთ ზედმეტი სითხისგან, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, მარილი და პილპილი.

გახურებუულ ტაფაზე დაასხით ზეთი, კოვზით მოათავსეთ 3 ს.კ. ცომი, გაათანაბრეთ და შეწვით ორივე მხრიდან.

დააფინეთ თეფშზე ქაღალდის ხელსახოცი, მოათავსეთ მზა ბლინი, შეწვით დანარჩენი ცომი და დაალაგეთ ერთმანეთზე.

ერთ ბლინს წაუსვით ქათმისა და სოკოს შიგთავსი, დაადეთ მეორე.

დააფინეთ საცხობ ფორმას ფოლგა. მოათავსეთ შიგთავსიანი ბლინები, წაუსვით არაჟანი, შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.

Related Articles