1.6K
თეთრი სნიკერსი
ინგრედიენტები:
5 კვერცხი
8ს/კ შაქარი
8ს/კ ფქვილი
სოდა-ძმრით
1ს/კ თაფლი
მომზადება
ათქვიფეთ ცილები და თანდათან ჩაამატეთ შაქარი. მასა კარგად რომ გამყარდება, დაამატეთ გულები,თაფლი და სოდა/ძმრით .ბოლოს კი ფქვილი.
გამოაცხეთ 24 სმ ფორმაში, 150გრ-ზე 30 წთ.
ბეზესთვის ათქვიფეთ 5კვერცხის ცილა და 250 გრ შაქარი. გამოაცხეთ იგივე ფორმაში 2.5-3 საათი 100გრადუსზე
კრემისთვის ათქვიფეთ 300გრ ოთახის ტემპერატურის კარაქი, დაამატეთ 1 ქილა თეთრი შესქ. რძე, 2 ს/კ მოხარშული შესქ.რძე.
გავჭრათ ფირფიტა შუაზე, დავკრემოთ, მოვაყაროთ მოხალული თხილი, ფირფიტის მეორე ნაწილი, ისევ კრემი და თხილი, ზევიდან ბეზე.
სურვილისამებრ მოასხით გამდნარი თეთრი შოკოლადი. თავზე და გვერდებზე მოაყარეთ თხილი.