ხაჭოს ტორტი ტაფაზე. ასე მომზადებული არაფრით ჩამოუვარდება ღუმელში გამომცხვარს!

by ekaterine

ასეთი ტორტი არაფრით ჩამოუვარდება ღუმელში გამომცხვარს.

სხვა დესერტებისგან განსხვავებით, მის მომზადებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. ეს საუცხოო ტორტი ხაჭოს კრემით არაჩვეულებრივია მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ჩაის სმისას.

 

ინგრედიენტები

320 გრ ფქვილი

250 გრ ხაჭო

170 გრ შაქრის პუდრი

2 ს.კ. კაკაოს ფხვნილი

0,5 ჩ.კ. ვანილის შაქარი

2 კვერცხი

5 გრ გამაფხვიერებელი

კარაქი გემოვნებით

მომზადება:

ერთმანეთს  შეურიეთ ხაჭო, კვერცხი და 120 გრ შაქრის პუდრი და ათქვიფეთ მიქსერით ან ბლენდერით.

დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი ნელ-ნელა და მოზილეთ ცომი.

გაყავით ცომი 5 ტოლ ნაწილად, შეახვიეთ საკვებ ცელოფანში.

თითოეული გაათხელეთ ტაფის ზომაზე და კარაქწასმულ ტაფაზე გამოაცხეთ თავდახურულ მდგომარეობაში.

მოამზადეთ კრემი: ათქვიფეთ რბილი ხაჭო, 50 გრ შაქარი და ვანილის შაქარი.

წაუსვით კრემი ყველა ფენას და გარედანაც, შედგით ტორტი მაცივარში 4 საათით ან უმჯობესია მთელი ღამით.

მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი და სურვილისამებრ მორთეთ პიტნის ფოთლებით და კენკრით.

ტორტს შეგიძლიათ წაუსვათ ჯემი, დაუმატოთ ხილი ან თხილი. კრემის შემთხვევაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ არაჟანი, ან მოხარშული კრემი, ყველაფერი შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ შეცვალოთ. გადამწყვეტი კრემის შეწოვის ხანგრძლივობაა.

Related Articles