თუ მთელი დღის მანძილზე მიირთმევთ ამ წვნიანს, 2 კგ.-ს დაიკლებთ. ძირითადად იკვებეთ სასწაულმოქმედი წვნიანით და სამ თვეში საკუთარ თავს ვერ იცნობთ. კალორიები მასში თითქმის არ არის, 100 გრამზე სულ 25 კალორიაა. მე პირადად
ამ დიეტას პიველ ადგილს მივაკუთვნებდი.
დიეტური წვნიანის მიღების 3 გზა არსებობს. მიირთვით დღეში ერთხელ საღამოს, ამით შეამცირებთ დღის განმავლობაში მიღებულ კალორიებს. მოაწყეთ ამ წვნიანით განტვირთვის დღეები- მიირთვით 3-ჯერ დღეში ან გამოიყენეთ როგორც წვნიანის
დიეტა და 3-5 დღის მანძილზე დღეში 3-ჯერ იკვებოთ მხოლოდ დიეტური წვნიანით.
ცხიმის წვის სწრაფი ეფექტის საიდუმლო მარტივია – უმეტეს რაოდენობას მასში შეადგენს ტომატი, დანარჩენი ინგრედიენტები საჭიროა მრავალფეროვნებისთვის.
100 გრ ნიახური ფესვი
3 სტაფილო
3 ხახვი
3 პომიდორი
1 ბულგარული წიწაკა
1 ლიტრი ტომატის წვენი
1 კბილი ნიორი
ახალი მწვანილი
მარილი, პილპილი გემოვნებით
გასუფთავებული და გარეცხილი ბოსტნეული დაჭერით, სტაფილო გახეხეთ, მოათავსეთ ჭურჭელში და დაასხით ტომატის წვენი. შეგიძლიათ სახლში მომზადებული ან ქარხნული წესით დამზადებული გამოიყენოთ, სურვილისამებრ გაათხელეთ წყლით.
წვნიანი დადგით მაღალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ გატარებული ნიორი და მწვანილი, გადმოდგით და 10 წუთი დატოვეთ თავდახურული.
თუ ჩვეულ რეჟიმზე უარს ვერ იტყვით, სადილზე მიირთმევთ ამ წვნიანს და საუზმესა და ვახშამზე კუჭს გადატვირთავთ ცხიმებითა და ნახშირწყლებით, რა თქმა უნდა ვერ დაიკლებთ. ამ წვნიანის მიღების განმავლობაში უარი უნდა თქვათ ტკბილეულზე, შემწვარ და შებოლილ პროდუქტებზე, უნდა შეამციროთ მარილის მიღება. თუ შიმშილი შეგაწუხებთ დალიეთ სუფთა წყალი ან მიირთვით ერთი ცალი ვაშლი.