დაუჯერებელია, რომ ასეთი ბრწყინვალე და გემრიელი სასწაული შეიძლება გამოცხვეს არაჟნისა და კარაქის გარეშე! ისევ და ისევ ვიჭრი ნაჭერს და გასუქების არც კი მეშინია.
მსუბუქი კექსი
შემადგენლობა:
220 გ შაქარი
200 გრამი ფქვილი
100 გ კარტოფილის სახამებელი
3 კვერცხი
125 მლ წყალი
120 მლ მცენარეული ზეთი (არაქისის ან სიმინდის)
10 გ საცხობი ფხვნილი
1 გ ვანილი
1 ს/კ. ლიმონის კანი
მარილი გემოვნებით
შაქრის პუდრა გაფორმებისთვის
საცხობი მრგვალი ფორმა
მომზადება:
ათქვიფეთ ბლენდერით კვერცხი ცოტა მარილით, დაამატეთ წყალი და ზეთი, გაცრილი ფქვილი, სახამებელი, ვანილი და ლიმონის ცედრა. ათქვიფეთ კარგად და ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმაში.
გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი. გასინჯეთ ხის ჩხირით, თუ გამოცხვა, გამოიღეთ ღუმელიდან და გააციეთ 10 წუთი. შემდეგ გადმოიღეთ და კარგად გააციეთ.
სანამ დაჭრით და გაუმასპინძლდებით სხვებს, მოაყარეთ შაქრის პუდრა ან მოასხით შოკოლადის მინანქარი.