სწორედ ამისთვის ვყინავ ზაფხულში ხილს. მისი არომატი ზამთარშიც ტრიალებს ჩემს სამზარეულოში!

by ekaterine

შემადგენლობა:

არაჟანი 500 გ

შაქარი 1 ჭიქა.

ჟელატინი 3 ს/კ.

ბისკვიტი 300 გრ

მარწყვი 50 გრ

ფორთოხალი 50 გრ

ბანანი 50 გრ

ალუბალი 50 გრ

კვივი 50 გრ

სმაროდინა( მოცხარი) 50 გ

ჟოლო 50 გ

წყალი 500 გრ.

მომზადება:

ჟელატინი 20 წუთით დაალბეთ გადადუღებულ ცივ წყალში, რომ გაფუვდეს.

მიქსერით ათქვიფეთ შაქარი და არაჟანი, ნელ-ნელა დაამატეთ გამდნარი ჟელატინი.

ღრმა ფორმაში, რომელშიც გაშლილია საკვები ცელოფანი, გაშალეთ ხილი, შემდეგ დაფარეთ დაფხვნილი ბისკვიტით და გაიმეორეთ. ზემოდან მოასხით კრემი. 2-3 საათით შედგით მაცივარში. გამოიღეთ, გადმოაბრუნეთ. მოხსენით ცელოფანი. გემრიელად მიირთვით!

Related Articles