კავკასიური სამზარეულოს ერთ-ერთი მარტივი კერძის რეცეპტი! სწრაფად მზადდება, უგემრიელესია და ყველა კმაყოფილია!

by ekaterine

პირველ რიგში ხორცი გამოარჩიეთ ძვლებისგან. ბოსტნეული შეარჩიეთ ხორციანი, რომ უფრო მეტი წვენი გამოსცეს.

შემადგენლობა

ხორცი 1 კგ

კარტოფილი 600-900 გ

პომიდორი 5 ც.

ბულგარული წიწაკა 2 ცალი.

ხახვი 2 თავი

მწვანილი, ნიორი, შავი წიწაკა, მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ხორცი დაჭრით საშუალო ზომის ნაჭრებად. ხახვი და კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად.

ღრმა ქვაბში ჩაალაგეთ ხორცის ნაჭრები, ზემოდან დააწყეთ ხახვი. პომიდორი გაჭერით ოთხად და ზემოდან დაალაგეთ. შემდეგ დაჭრილი წიწაკა და კარტოფილი. შეგიძლიათ გაიმეოროთ მეორე ფენაც.

დაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს ბოსტნეული. შეანელეთ მარილით და პილპილით და შედგით საშუალო ცეცხლზე მოსახარშად. სანამ გადმოსდგავთ, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და ნიორი. სულ ეს არის!

Related Articles