არატრადიციული, მაგრამ ძალიან ეფექტური გზაა ფანტია ფლავის მოსახარშად!

by ekaterine

ბრინჯი შესანიშნავია ბოსტნეულის კერძების გარნირად. შეიცავს ნახშირწყლებს, მცირე რაოდენობით მარილებს, გამოიყენება დიეტის დროს თერაპიული თვალსაზრისით, ბავშვთა კვებაში.

ბრინჯი სხვადასხვა ფორმის და ხარისხის არსებობს. მაგრამ მაღალი ხარისხის ბრინჯს ფასიც მაღალი აქვს.

 

გასწავლით როგორ მოხარშოთ დაბალი ხარისხის ბრინჯი ისე, რომ არ მიეწებოს.

ინგრედიენტები:

1 ჭიქა ბრინჯი

400 მლ წყალი

40 გრ. კარაქი

მარილი

მომზადება:

ბრინჯი გარეცხეთ იქამდე, სანამ წყალი არ დაწმინდავდება.

 

დაასხით ცივი წყალი, გადააფარეთ ქაღალდის ხელსახოცი და დადგით 2 საათი. შეგიძლიათ დატოვოთ მთელი ღამით ან დილიდან საღამომდე.

ბრინჯი ისევ გარეცხეთ ცივ წყალში, შემდეგ მოათავსეთ ინგრედიენტებთან ერთად ქვაბში (უმჯობესია თუჯის ქვაბში) და ადუღეთ მაღალ ცეცხლზე 3 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და თავდახურული დადგით 30 წუთი.

 

 

ცოტა ეშმაკობით და 3 წუთიანი ხარშვით მივიღეთ არაჩვეულებრივი ბრინჯის ფლავი.

 

მიირთვით ცალკე და ასევე გამოიყენეთ ნებისმიერი კერძის გარნირად ან მისგან გამოაცხეთ უგემრიელესი ღვეზელები.

Related Articles