როგორი მრავალფეროვანიც არ უნდა იყოს სუფრა, ყველი სხვაგვრად ამშვენებს მაინც. ყველი მარინადში საუკეთესოა ნებისმიერ სიტუაციაში, უფრო გემრიელია და დიდხანს ინახება. შემოგთავაზებთ მარინადის რეცეპტს, რომელიც ნაცადი მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ.
ინგრედიენტები:
მყარი ყველი 500 გ
ლიმონი 1.5 ცალი.
ნიორი 4კბილი.
შავი პილპილი 0.5 ჩ/კ.
პროვანსული ბალახი 1 ს/კ.
წითელი წიწაკა 1ჩ/კ.
ზეთისხილი გემოვნებით
წიწაკა ჩილი 1 ჩ/კ.
თაფლი 1 ს/კ.
მზესუმზირის ზეთი 400 მლ
ბაზილიკი გემოვნებით
მომზადება:
ყველი დაჭერით კუბიკებად, ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპში ან წვრილად დაჭერით. აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
ერთ ქილაში ჩაყარეთ 250 გრ ყველი. 1 ლიმონი, წითელი წიწაკა, პროვანსული მწვანილი, დაქუცმაცებული ნიორი და 200 მლ ზეთი კი ერთ კონტეინერში და დაასხით ყველს. შეინახეთ მაცივარში და დატოვეთ მინიმუმ 24 საათი! რაც უფრო დიდხანს იქნება, უფრო უკეთესია.
მეორე ქილაში ჩაყარეთ 250 გრ. ყველი, გააკეთეთ მარინადი კონტეინერში: დაქუცმაცებული ნიორი, 200 მლ ზეთი. შემდეგ თაფლი, დაამატეთ ნახევარი ლიმონი, წითელი წიწაკა, ზეთისხილი, ჩილი, ბაზილიკი და მოასხით ყველს. შწინახეთ მაცივარში.
ორივე რეცეპტი საუკეთესოა. ასეთი ყველი შეგიძლიათ გამოიყენოთ სალათებში ან მიირთვათ ცალკე.