ცომი ბამბასავით რბილია ერთი ინგრედიენტის წყალობით.

by ekaterine

სანამ თანამედროვე ტკბილეული და საკონდიტრო ნაწარმი გამოჩნდებოდა, მახსოვს ყველა ოჯახში ცხვებოდა უგემრიელესი ღვეზელები სხვადასხვა გულსართით. საიდუმლო სწორედ ცომშია. თუ ცომი კარგი რეცეპტითაა მოზელილი, ღვეზელიც გამოდის გემრიელი და არომატული. ზოგი ცომის მოსაზელად იყენებს წყალს, ზოგი რძეს, ჩვენს ოჯახში ცომს ვამზადებთ არაჟნით და კეფირით.

საბილოოდ მოზელილი ცომი გამოდის ფაფუკი და გემრიელი, ღვეზელი კი – შეუდარებელი.

შემადგენლობა

არაჟანი 250 მლ

კეფირი 100 მლ

კვერცხი 1 ც.

მზესუმზირის ზეთი 2 ს/კ.

სოდა 1 ჩ/კ.

მარილი 0.5 ჩ/კ.

შაქარი 1 ჩ/კ.

ხორბლის ფქვილი 400 გ

კარტოფილი 300 გრ.

აურიეთ ერთმანეთში კეფირი, არაჟანი, მზესუმზირის ზეთი, კვერცხი, შაქარი და მარილი. დაამატეთ სოდა და ფქვილი ნარევს. მოზილეთ ცომი.

 

შეგიძლიათ მოამზადოთ გულსართი თქვენი სურვილით, ეს შეიძლება იყოს კარტოფილი, ხაჭო, ყველი…

 

გაათხელეთ პატარა გუნდები, მოათავსეთ გულსართი, მიეცით ფორმა.

 

ტაფაში ჩაასხით ცხიმი და შეწვით ღვეზელები საშუალო ცეცხლზე ორივე მხარეს.

 

შემწვარი ღვეზელები დააწყეთ სამზარეულოს ქაღალდის ხელსხოცე, რომ ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს. სცადეთ აუცილებლად და მგონი ღირს გაუზიაროთ ეს რეცეპტი მეგობრებსაც!

Related Articles