ბრინჯის ფაფა
შემადგენლობა:
200 გრამი ბრინჯი
100 გ ყაყაჩო
50 გრ ნიგოზი
50 გ ქიშმიში
100 გრ თაფლი
200 მლ წყალი
ცოტა მარილი
მომზადება
ყაყაჩოს დაასხით მდუღარე წყალი ერთი საათით, გადაწურეთ და დააბლენდერეთ.
ქიშმიშს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათით.
ბერძნული ნიგოზი მოხალეთ მშრალად და წვრილად დაჭერით.
ბრინჯი მოხარშეთ მარილიან წყალში, შეურიეთ ინგრედიენტები და მიიტანეთ სუფრასთან.
ხორბლის ფაფა
შემადგენლობა:
200 გრამი დაღერღილი ხორბალი
100 გ ყაყაჩო
100 გ ნიორი
100 გ ქიშმიში
50 გ გამხმარი გარგარი
50 გრ თაფლი
მომზადება:
საღამოს ხორბალს დაასხით ცივი წყალი, დილით გადაწურეთ, დაასხით ორი ჭიქა წყალი და მოხარშეთ.
ყაყაჩოს დაასხით მდუღარე და გააჩერეთ გაციებამდე. შემდეგ გადაწურეთ და დააბლენდერეთ.
ქიშმიში და გარგარის ჩირი მდუღარეში დაალბეთ ნახევარი სათით, შემდეგ დაჭერით, ნიგოზი დაჭერით წვრილად, თაფლი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე.
გაგრილებულ ფაფას შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და მიიტანეთ სუფრასთან.
პოლონური ფაფა
შემადგენლობა:
500 გ მსხვილი მაკარონი
300 გ ყაყაჩო
100 გ ბერძნული კაკალი
100 გ ქიშმიში
100 გ გამხმარი გარგარი
3 ს/კ. თაფლი
მომზადება:
ყაყაჩოს დაასხით მდუღარე, ერთი საათის შემდეგ გადაწურეთ და დააბლენდერეთ.
მაკარონი მოხარშეთ მარილწყალში და გააციეთ. აურიეთ დაბლენდერებული ყაყაჩოს თესლი, დაჭრილი გარგარი, ნიგოზი და ქიშმიში.
ფაფა დარიჩინით
შემადგენლობა:
200 გრამი ბრინჯი
50 გ გამხმარი გარგარი
50 გ ქიშმიში
2 ს/კ. კარაქი
2 ს/კ. შაქარი
3 ს/კ. ბერძნული კაკალი
ილი, დარიჩინი და ზაფრანი
მომზადება:
კარაქში მოშუშეთ ბრინჯი, დაუმატეთ ქიშმიში, დაჭრილი ჩირი და კაკალი, შაქარი და სუნელები, დაასხით წყალი და მოხარშეთ.
წიწიბურას ფაფა
შემადგენლობა:
200 გ წიწიბურა
300 გრ შავი ქლიავი
100 გ ნუში
150 გრ თაფლი
50 გ ყაყაჩო
10 გრ ილი
2 ცალი მიხაკი
მომზადება:
დაალბეთ წიწიბურა წყალში, გადაწურეთ, დაასხით ახალი წყალი და მოხარშეთ, დაამატეთ მიხაკი და ილი და გააციეთ.
დაჭერით შავი ქლიავი, ნუში მოხალეთ.
თაფლი გახსენით 500 მლ წყალში, მიიყვანეთ ადუღებამდე და ურიეთ 5 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან.
ფაფას დაამატეთ სანელებლები და სუფრაზე მიტანის წინ მოასხით თაფლის სოუსი.
ფაფა ჰალვით
შემადგენლობა:
100 გრ ხორბალი
100 გრამი ჰალვა
50 გ შოკოლადი
100 გრ კაკალი
100 გ ყაყაჩო
2 ჩაის კოვზი შაქარი
50 გრ თაფლი
მომზადება:
ღამით დაალბეთ ხორბალი. დილით დაასხით ახალი წყალი და მოხარშეთ.
ყაყაჩოს დაასხით ერთი საათით წყალი, გადაწურეთ და მოაყარეთ შაქარი.
კაკალი მოხალეთ და დაჭერით. ქიშმიშს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთით. ჰალვა და შოკოლადი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.
მომზადებულ ფაფას შეურიეთ ინგრედიენტები და სუფრაზე მიტანის წინ მოასხით ზემოდან თაფლი. თუ სქელი გამოვიდა, ანადუღარი ცივი წყლით გაათხელეთ.