რატატუი თუ ბრიამი? არჩევანის გაკეთება ყოველთვის მიჭირს, რადგან ვგიჟდები ამ კერძებზე!

by ekaterine

ფრანგული ბოსტნეულის კერძის – რატატუისგან განსვავებით, ალბათ ცოტას თუ გაუგია ბრიამის შესახებ. ის ძალიან სასარგებლო და გემრიელია და ამასთან მზადდება საკმაოდ სრაფად. ბრიამი ხმელთაშუა ზღვისპირეთული დიეტის ერთ-ერთი განუყოფელი კერძია, მსუბუქი, ლამაზი და სასარგებლო – ნამდვილი ზეითუნის ზეთით.

ინგრედიენტები

  • 600 გ ბადრიჯანი
  • 600 გ ყაბაყი
  • 600 გ კარტოფილი
  • 120 გ ხახვი
  • ნახევარი კგ ბულგარული წიწაკა
  • 4 კბილი ნიორი
  • 700 გ პომიდორი
  • 300 გ ფეტა ან სხვა რბილი ყველი
  • ორი ცალი დაფნის ფოთოლი
  • 80 მლ ზეითუნის ზეთი
  • 30 გ ქინძი
  • 30 გ ოხრახუში
  • ერთი ჩ. კ. კვლიავი
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • ერთი ჩ. კ. იტალიური ბალახი

მომზადება

  1. ყველანაირი ბოსტნეული გაფცქვენი, გარეცხე და დაჭერი. მაშინვე გადაიტანე საცხობ ფორმაზე.

  1. პომიდორი გაფცქვენი და დაჭერი, დაალაგე ზემოდან. მოაყარე მარილი და პილპილი, მოასხი ზეითუნის ზეთი. აქა-იქ ჩაუდე დაფნის ფოთოლი.

  1. გამოაცხე 180 გრადუს ტემპერატურაზე 1,5 საათის განმავლობაში, ბოსტნეულის დარბილებამდე. შემდეგ ზემოდან მოაყარე დაჭრილი ფეტა და მწვანილი და შედგი კვლავ 5 წუთით. მზად არის!

სურვილის მიხედვით, ცხობისას შეგიძლია დაამატო ცოტა ღვინო. ბრიამი გემრიელია როგორც ცივი, ასევე ცხელი სახით. მიირთმევენ როგორც ცალკე, ისე ხორცთან ან თევზთან ერთად.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

Related Articles