მთელს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება, უფრო მეტად მწვანე ფერის ბაზილიკი- რეჰანი, ხოლო იისფერი რეჰანი, თავის განუმეორებელი არომატით, ერთ-ერთი ყველაზე ძველი სანელებელია ამიერკავკასიის და შუა აზიის ნაციოალურ სამზარეულოებში.
უცხოეთიდან შემოტანილ სანელებლებში, ხშირად გვხვდება წარწერა ,,ბაზილიკი“. ეს უბრალოდ, ჩვენთვის კარგად ცნობილი რეჰანია, მაგრამ მწვანე ფერის, რომელიც საქართველოს დასავლეთ რეგიონებში უფრო ხშირად გამოიყენება და მოიხსენებენ როგორც შაშკვლამი, შაშტრამი და ა.შ.
რეჰანის ქვესახეობა სასარგებლო ვიტამინების მთელ კომპლექსს შეიცავს. ეს მცენარე კაროტინისა და ეთერზეთების ნამდვილი წყაროა. ის, როგორც წამალი, საუკეთესო სადეზინფექციო საშუალებაა. რეჰანს ფართოდ იყენებენ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში ტომატ-პასტების, მარინადების, სოუსების დასამზადებლად. მისი გამოყენება შეიძლება როგორც ნედლი, ასევე ხმელი სახითაც. რეჰანის ნაყენი ძალიან კარგია როგორც ყელის გამასუფთავებელი საშუალება: თუ რეჰანის 20-მდე ფოთოლს 200 გრამ მდუღარე წყალს დაასხამთ და გაგრილებულს ყელში გამოივლებთ, საკუთარ თავს ძალიან კარგ სამსახურს გაუწევთ. იგივე ნაყენი კარგია თავის ტკივილის დროს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოსაწესრიგებლად.
სამხრეთ აზიური წარმომავლობის რეჰანი ბუნებრივად გავრცელებულია სუბტროპიკული და ტროპიკული სარტყლების ქვეყნებში. ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცებმა მცენარე ინდოეთიდან ევროპაში შეიტანეს. საიდანაც შემდეგ გადავიდა ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში. რუსეთსა და საფრანგეთში რეჰანი გავრცელდა XVII-XVIII საუკუნეებში. გამორჩეული გემოსა და არომატის გამო მცენარემ სწრაფადვე მიიპყრო კულინარების ყურადღება და დამსახურებულად მიიღო კიდეც „სამეფო სანელებლის“ სტატუსი.
მაგალითად, იცით, რა განსხვავებაა ფერის გარდა, მწვანე და იისფერ რეჰანს შორის? ამას ჩვენ დეტალურად გეტყვით.
რეჰანის ჯიშები
როგორც აღვნიშნეთ ბაზილიკის რამდენიმე ათეული სახეობაა, თითოეული სხვადასხვა მახასიათებლით. მაგრამ ყველა მათგანი პირობითად არის დაყოფილი ორ ჯგუფად – მწვანე ან იისფერი ფოთლებით.
მწვანე რეჰანი პოპულარულია ევროპაში: იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი. ამ ქვეყნებში, მას უმატებენ სალათებში და ყველა ცივ კერძებში და, რა თქმა უნდა, გამომცხვარ პროდუქტებში. შეფ-პოვარები აფასებენ მცენარეს მისი მშვენიერი არომატის და დელიკატური გემოს გამო.
რეჰანი არის მთავარი ინგრედიენტი იტალიის პესტოს სოუსში. მწვანე ფოთლები კარგად მიდის პომიდორთან და ყველთან. რეჰანი ემატება ცხელ კერძებს მომზადების დასასრულს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სწრაფად კარგავს თავის დელიკატურ არომატს. ოხრახუშთან, ტარხუნთან, ქინძთან და პიტნისთან ერთად, რეჰანი შეიძლება გახდეს სურნელოვანი ინგრედიენტი თევზისა და ფრინველის კერძებისთვის.
იისფერ რეჰანს აქვს ბევრად უფრო მდიდარი და მძაფრი გემო. მაგრამ ეს მას შეუცვლელ სანელებლად ხდის კავკასიური და აზიის სამზარეულოს კერძებში! რეჰანი დაამატეთ ნებისმიერი ხორცის, ფრინველის, ბოსტნეულის, ყველის კერძებში, უფრო შესაფერისია ცხელ კერძებში დასამატებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხმელია. კავკასიაში იშვიათად ნახავთ მწვანე რეჰანს.
უზბეკეთსა და აზერბაიჯანში ამზადებენ რეჰანით სურნელოვან ჩაის, რომელიც, ლიმონის ნაჭრების დამატების შემდეგ, იძენს ღია ვარდისფერს. მწვანე რეჰანი არ არის შესაფერისი ამ ქმედებისთვის! ისინი სასმელს აუცილებლად ცხელს, ხილთან და ტკბილეულთან ერთად სვამენ.
რეჰანის სასარგებლო თვისებები
ორივე ტიპის რეჰანის შემადგენლობა თითქმის ერთნაირია. მცენარე მდიდარია A, C და K ვიტამინებით, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის შედედების ფუნქციის შესანარჩუნებლად და დიდ როლს ასრულებს შემაერთებელი ქსოვილების მეტაბოლიზმში. ბაზილიკი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, მიკრობებისა და სოკოების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, ანადგურებს ჰელმინთებს.
რეჰანი შეძლებს გაუმკლავდეს თითქმის ყველა დაავადებას, რაც პირის ღრუში ვითარდება. დაღეჭეთ ახალი ფოთლები და ის გაანადგურებს 100% -მდე ბაქტერიას პირის ღრუში, ახალისებს სუნთქვას, ასევე ხელს უშლის პაროდონტოზის დაავადების განვითარებას.
იასამნისფერი და მწვანე ბაზილიკი ორივე სქესის ადამიანისთვის აფროდიზიაკია. რომანტიკული ვახშმის მენიუში რამდენიმე კერძი ამ სანელებლით აუცილებლად ჩართეთ.
მცენარეში შემავალი ეთერზეთები და ანტიოქსიდანტები ეფექტურად ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, ამიტომ რეჰანი კარგი დამხმარე საშუალებაა ახალგაზრდობის გახანგრძლივებაში.
მაგრამ მაინც მთავარი განსხვავება არსებობს ამ ორ ფერს შორის! მეცნიერები თვლიან, რომ იისფერი რეჰანი უფრო ჯანსაღია. მას მდიდარი ფერი ეძლევა ანტიოქსიდანტების – ანთტოციანინების მაღალი შემცველობის გამო. მათი რეგულარული გამოყენება დაიცავს სხეულის უჯრედებს კიბოსგან.
ყველა სასწაულმოქმედი თვისებების მიუხედავად, რეჰანი არ არის რეკომენდებული ორსული და მეძუძური ქალებისთვის და ბავშვებისთვის 7 წლამდე. ამის გარდა, სიფრთხილით უნდა გამოიყენონ დიაბეტით და ღვიძლით დაავადებულმა ადამიანებმა.