ფეიხოას წარმოშობასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდა არსებობს: ჭაბუკს ზღვის მეფის ასული უყვარდა, მაგრამ ხმელეთი ენატრებოდა. ხმელეთზე დაბრუნების გადაწყვეტილებისთვის ზღვის ხელმწიფემ ჭაბუკი ხედ აქცია, რომლის ნაყოფს ზღვის ბრიზის არომატი აქვს.
ფეიხოას მწიფე ნაყოფი მუქი მწვანეა, კენკრა, რბილია და მარწყვისა და ანანასის არომატი აქვს. ნაყოფი მდიდარია იოდით (მწიფე ნაყოფის 100 გრამში დაახლოებით 8-35 მგ იოდია) რითაც ყველაზე ძვირფასია ადამიანისთვის. რბილობი მკვრივია, წვნიანი, მომჟავო-ტკბილი, მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში, იყენებენ ნედლად და გადამუშავებულად (მურაბა, ღვინო და სხვა).
ფეიხოა პირველ რიგში ყველაზე მოთხოვნადი ხდება იოდის გამო, იოდის ბიოლოგიურად ხელმისაწვდომი ნაერთების მაღალი შემცველობა: 100 გრამი 3 მგ იოდს შეიცავს. ეს ელემენტი ასეთი რაოდენობით არც ერთ სხვა მცენარეულ თუ ცხოველურ პროდუქტში არ არის.
იოდის შემცველობის მხრივ, ფეიხოა ზღვის პროდუქტებსა და წითელ თევზსაც კი უსწრებს. მისი სულ მცირე ზომის ნაყოფი ზრდასრული ადამიანის იოდის მოხმარების დღიურ ნორმას აკმაყოფილებს. იოდის მაღალი შემცველობის გამო, ფეიხოას მოხმარება სასურველია მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები აღენიშნება ან იოდის დეფიციტი აწუხებს, ბავშვებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის.
იოდის დეფიციტი ძალზე უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, სრულიად ფრჩხილიდან თმამდე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. იოდის დეფიციტის დროს ბავშვები სიმაღლეში ნელა იზრდებიან, ჩამორჩენილები არიან ინტელექტუალურადაც.
დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, უწინარესად – ასკორბინის მჟავას (“ცე” ვიტამინს), ასევე – ორგანულ მჟავებს, პექტინს და სხვ. მის შემადგენლობაში შედის კატეხინები და ლეიკოანტოციანებიც – ძლიერი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას.
ფეიხოას ნაყოფი ხელს უწყობს რიგი დაავადებების მკურნალობას. საუკეთესო პროფილაქტიკაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად, რათა თავიდან ავირდოთ სხვადასხვა სახის სეზონური ვირუსები. აძლიერებს გულის კუნთის მუშაობას, ავითარებს ტვინს. ხელს უწყობს ჰორმონების დაბალანსებას ორგანიზმში. აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას. ეფექტურია ბრონქიტის, ალერგიის, ფილტვების დაავადებების დროს. დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია ნერვიული სისტემის დარღვევების მქონე ადამიანებისთვის. ებრძვის დეპრესიასა და სტრესს, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
იოდის დღიური ნორმაა: 40 მგ ჩვილებისთვის, 50 მგ 6-12 თვის ბავშვებისთვის, 60-100 მგ 1-10 წლის ბავშვებისთვის, და 150 მგ მოზარდებისთვის და მოზრდილებისთვის.
არასოდეს თქვათ უარი ფეიხოას კანზე. ეს არის ზუსტად ის რაც გჭირდებათ. კანი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, რისი მეშვეობითაც ამარცხებს ორგანიზმში დაბერების პროცესებს, ეწინააღმდეგება კიბოს უჯრედების ფორმირებას.
ნაყოფის რბილობში ორგანიზმის მიერ ადვილად შესათვისებელი ცილებისა და ცხიმების არსებობის გამო ფეიხოა დიეტური პროდუქტების რიცხვს განეკუთვნება, ამასთან, როგორც ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი, წონის დაკლების დროს ორგანიზმს ვიტამინების დეფიციტის საფრთხეს არ უქმნის, პირიქით, ავსებს და ამარაგებს მას.
გახეხეთ ფეიხოა და დაამატეთ თაფლი, ან შაქარი, შეინახეთ მაცივარში და მიირთვით.იგი ინახება რამდენიმე კვირის განმავლობაში.1 კგ ფეიხოას ნაყოფს დააყარეთ 0.5 კგ შაქარი.დღეში ამ ნარევის მიღება 3 ჩ/კ ოდენობით მთლიანად გაანთავისუფლებს თქვენს ორგანიზმს იოდის დეფიციტისგან.
შემოთავაზებული შემადგენლობა, რომელიც შეიცავს ფეიხოას თაფლით, დაგეხმარებათ იოდის დეფიციტის ანაზღაურებაში, ვინაიდან ფეიხოა შეიცავს მას.
რეცეპტის მომზადება:
ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი პროპორციით 1:1. ფეიხოა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაამატეთ თაფლი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და მოათავსეთ შუშის ჭურჭელში. დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში. მიიღეთ 1 ჩ.კ. დღეში 3-ჯერ.
მისი დახმარებით შეგვიძლია არამარტო იოდის დისბალანსი გამოვასწოროთ, არამედ ავივსოთ ენერგიით და ძალით, გავიუმჯობესოთ მახსოვრობა, ავიმაღლოთ იმუნიტეტი. ეს პატარა ხილი შეიცავს სულ 49 კკალ-ს. ამიტომ თუ თუნდაც ამ პერიოდში ვახშამს შევცვლით 300-400 გრ ფეიხოით, უკვე შევატყობთ ჩვენს სხეულს შესამჩნევ ეფექტს. შეგვიძლია ზამთრისთვის შევინახოთ კანიანად დაბლენდერებული ფეიხოა იგივე რაოდენობის შაქარში არეული. ეს ნაზავი გვაჩუქებს ზამთარში “ზღვის ვიტამინებს” და ენერგიას. გთავაზობთ ფეიხოას “ცივი მურაბის” რეცეპტს: მასალა: 1 კგ. ფეიხოა, 800 გრ. თაფლი, 100 გრ. ნიგოზი, 1 პატარა ლიმონი. მომზადების წესი: ლიმონს დავასხათ ცხელი წყალი, მერე კი დავჭრათ და მოვაცილოთ კურკები. მწიფე ფეიხოა (თუ მაგრები ვიყიდეთ, დავდოთ ოთახის ტემპერატურაზე დამწიფებამდე) დავჭრათ და ლიმონთან ერთად დავაბლენდეროთ. შემდეგ დავაბლენდეროთ ნიგოზი და ავურიოთ ფეიხოას მასას. ბოლოს კი შევურიოთ თაფლი და დავტოვოთ 1 დღე, თან ხანდახან ამოვურიოთ. მეორე დღეს მზა მასა ჩავასხათ ქილებში და შევინახოთ სიცივეში. დილის საუზმესთან მირთმეული ეს “ცივი მურაბა” ენერგიით და ხალისით აგავსებთ.
ამრიგად: ფეიხოა თავისუფალ რადიკალებისგან განკურნებისთვის უმნიშვნელოვანესი ანტიოქსიდანტია. ამ თვისების საშუალებით, წმენდს სისხლს და ორგანიზმიდან დევნის მავნე ნივთიერებებს.
– სიმსივნისგან თავის დასაცავად ეფექტური საშუალებაა.
– ფეიხოა შეიცვას უხვი რაოდენობით A, B, C -ვიტამინებს, იოდს და კალიუმს.
– იოდის საშუალებით ჩიყვის დაავადებას თავიდან მარტივად მოიშორებთ.
– შეიცავს დიეტურ ბოჭკოებს, ანუ თუ ვინმეს გსურთ დიეტური საკვები, ფეიხოა აუცილებლად გაითვალისწინეთ.
– კარგად იცავს ლორწოვან გარსებს!
– პანტონეტიკური მჟავა, ნიკოტინმჟავა, B6, E და K ვიტამინინები, კალციუმი, მაგნიუმი-მინერალები. ამ ყველაფერს თავის კანქვეშ ინახავს ფეიხოა. ეს აუცილებლად დაიმახსოვრეთ, ფეიხოა სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
ფეიხოას კოსმეტიკაშიც იყენებენ. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, გამაახალგაზრდავებელი და კანის მკვებავი თვისებები. შეგიძლიათ სახისა და კისრისთვის მოამზადოთ ნიღაბი შემდეგნაირად: 1/3 დაქუცმაცებულ ფეიხოას შეურიეთ კვერცხის გული, 2 სუფრის კოვზი ხაჭო და 1 სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი. მიღებული მასა წაისვით სახესა და კისერზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.
გახსოვდეთ: ხილი ზომიერად უნდა მიიღოთ, რადგან ის დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს. ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ მათ, ვისაც ჰიპერთირეოზი აქვს – ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია. ამ დროს ჯობს, ამ ხილზე საერთოდ უარი თქვათ.
თუ გადააჭარბეთ ფეიხოას მიღება, ე.ი. ორგანიზმში ზედმეტი იოდი მოხვდა. ამ დროს ადამიანს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ნერვული აღგზნებულობა, შფოთვა, გახშირებული გულისცემა და „ციმციმა“ (ხშირად ცვალებადი, „მოხტუნავე“) ტემპერატურა, ასევე შრომისუნარიანობის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება.
არ არის რეკომენდებული ფეიხოას მიღება ძროხის რძესთან ერთად, რადგან ეს კუჭის მოქმედების ჩვეულ რიტმს დაარღვევს.