• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
საკითხავი

რა გჭირდებათ წარმატებული ინტერნეტ მარკეტინგის საწარმოებლად

by admin ოქტომბერი 13, 2019
ოქტომბერი 13, 2019

რა გჭირდებათ ინტერნეტ მარკეტინგისთვის

თუკი მართლაც მოგწონთ ინტერნეტ მარკეტინგის იდეა, სიჩქარე მაინც არ ღირს. თქვენ შეიძლება მოგწონდეთ იდეა კრეატიული კონტენტის შექმნის, პროსპექტებისა და აუდიტორიისათვის თქვენი ღირებულებების გაზიარების და მომხმარებლებთან ორგანული ურთიერთობების წყალობით ბრენდის ლოიალური ბაზის განვითარების, თუმცა ამ პროცესებში ბრმად ჩაბმა მიზანშეწონილი არ არის. თქვენ უნდა გაიაზროთ წარმატებული ინტერნეტ მარკეტინგის მთავარი ასპექტები, რომლებიც მოიცავს შემდეგს:

კონტენტის მარკეტინგის სტრატეგია

კონტენტის მარკეტინგი სტრატეგიის გარეშე უშედეგო იქნება – ეს მართლაც სამწუხარო რეალობაა. თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ მიმართულება, გეგმა, სწორი ხელსაწყოები და გზები თქვენი პროგრესის გასაზომად, თუკი მიზნად გაქვთ რაიმეს მიღწევა.

აი რას მოიცავს კონტენტ მარკეტინგის სტრატიგიის ფუნტამენტალური ნაწილი:

  • მიზანი. ეს აუცილებლობაა. თქვენ უნდა იცოდეთ, თუ რისი მიღწევა გსურთ, როგორი იქნება წარმატების მიღწევა თქვენთვის და რას ელით დადებითი შედეგისგან, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაადგეთ აღნიშნულ გზას.
  • თქვენი ბრენდის სახე და სამიზნე აუდიტორია. როდესაც თქვენ საბოლოოდ დაიწყებთ კონტენტის შექმნას, უნდა იცოდეთ ის, თუ ვის ელაპარაკებით მისი საშუალებით და ასევე კარგად უნდა გქონდეთ ჩამოყალიბებული ის ტონი, რომლითაც გსურთ თქვენი ბიზნესის სათქმელის გაჟღერება. თუკი თქვენ არ უმიზნებთ სწორ აუდიტორიას ( იმ ადამიანებს, რომლებსაც დააინტერესებთ თქვენი სათქმელი) თქვენ ვერ მიაღწევთ წარმატებას. თუკი თქვენ ვერ იპოვით გამორჩეული პოზიციის დაფიქსირების საშუალებას, თქვენი სათქმელი შეერევა სხვა ბრენდების მიერ შექმნილ უაზრო მასას და ყურადღების მოსაპოვებლად გაჩაღებულ ბრძოლაში ჩაიკარგება.

  • კონტენტის ფოკუსი და მზადყოფნა. რა ტიპის კონტენტის შექმნას აპირებთ? რა სიხშირით დაპოსტავთ მას? სად გააზიარებთ ამ კონტენტს? თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ ეს ფუნდამენტალური პასუხები, რათა შეძლოთ მუდმივი და ხარისხიანი კონტენტის შექმნა და გამოქვეყნება წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
  • კონტენტის შექმნა. როდესაც თქვენ შეარჩევთ საჭირო თემებს, საძიებო სიტყვებს, სალაპარაკო ტონსა და სწორ სამიზნე აუდიტორიას, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ კონტენტის შექმნაც. თუმცა, თუკი თქვენი კონტენტი საკმარისად კარგი არ არის, თქვენ უბრალოდ დროს კარგავთ. მიიღეთ დახმარება, თუკი ამის საჭიროება გაქვთ. დაახარჯეთ დრო კონტენტის დეტალებისა თუ სხვადასხვა ასპექტის სრულყოფას, რათა ყოველთვის შეძლოთ თქვენი შესაძლებლობების უმაღლეს დონეზე გამოვლენა კონტენტის სახით.
  • კონტენტის რეკლამა. თქვენი კონტენტი უფრო შორს წავა, თუკი მას სწორი გზით გააპიარებთ. მისი პოპულარიზაცია უფრო ეფექტური იქნება, თუკი თქვენ დაგეგმავთ იმას, თუ როდის აქვეყნებთ აღნიშნულ კონტენტს, ჩამოაყალიბებთ სტრატეგიას მისი ბლოგსა და სოციალურ ქსელებში გაზიარების შესახებ და ირგვლივ შეიქმნით ისეთ აუდიტორიას, რომელიც დაინტერესებული იქნება თქვენი კონტენტით და მას ბევრად უფრო შორს წაიყვანს გამოხმაურებითა და შეფასებებით.

მოთმინება და ნებისყოფა

კონტენტის მარკეტინგი მოითხოვს ისეთ ასპექტებს, რომელიც ნაკლებად მოხერხებული და ხელსაყრელია, ვიდრე საძიებო სისტემების სტრატეგიის გაწერა, თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანიც კია. როდესაც ის წარმატებულია, კონტენტ მარკეტინგი გრძელ ვადიანი სტრატეგიაა. მართლაც დროა საჭირო იმისათვის, რომ თქვენი გაწეული შრომის შედეგი აშკარად დაინახოთ. ბლოგპოსტი რომელიც დღეს გამოაქვეყნეთ, სრულ შედეგს არ მოიტანს არც დღეს, არც ხვალ და შეიძლება არც შემდეგ თვეში. თუმცა, ამის მაგივრად თქვენ უნდა გქონდეთ მოთმინება და ნებისყოფა იმისათვის, რომ მოიცადოთ თვეები ან უფრო მეტიც კი, რათა მოიმკოთ თქვენი შრომის შესაფერისი შედეგი და საპასუხო რეაქცია. კარგი ამბავი ის გახლავთ, რომ კონტენტის ღირებულება დროთა განმავლობაში სულ უფრო გაიზრდება ყოველთვის და სულ უფრო უკეთეს შედეგს მოგიტანთ. თუკი კონტენტის მიერ შედეგის გამოღება უფრო სწრაფად გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი წარმატებული კომპანიების სერვისები, როგორიცაა 4media.ge და მათი საშუალებით ვებსაიტის, სოციალური ქსელებისა და ბრენდინგის წყალობით თქვენი კონტენტი გაამდიდროთ.

0
FacebookEmail
previous post
თანამედროვე ბუღალტერიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპები
next post
ლეგენდარული უნგრელი კონდიტერის რეცეპტი. დახვეწილი დესერტი გულგრილს არავის დატოვებს.

Related Articles

გურმანები ამატებენ სანელებლებს, ლიქიორებს და მარილსაც კი. მაგრამ...

ივნისი 22, 2022

მარწყვის გამხმარი ყუნწები უფრო ღირებულია ვიდრე თავად კენკრა:...

ივნისი 4, 2022

ეს ხრიკი დედაჩემისგან ვისწავლე. არც კი მეგონა, რომ...

მაისი 23, 2022

არასდროს მომწონდა ეს ნაოჭიანი გამომშრალი ხილი… ჯერჯერობით 4...

მაისი 20, 2022

მე უკვე 60-ის ვარ, მაგრამ სნაიპერის მხედველობა მაქვს!...

მაისი 19, 2022

მოულოდნელი აღმოჩენა. გააოცეთ თქვენი ოჯახი და მეგობრები ასეთი...

მაისი 15, 2022

აი რატომაა მსოფლიო შეპყრობილი ტუალეტის ახალი ტრენდით.

მაისი 11, 2022

სამდღიანი დეტოქსის წყალობით დაიკლებთ 3-დან 7 კგ-მდე. 3...

მაისი 11, 2022

ხვალ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებით თქვენი ოცნების ფიგურას! საღამოს...

მაისი 9, 2022

შევამჩნიე, რომ დედამ შესასვლელ კართან უცნაური ნარევი შეინახა....

მაისი 9, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ტკბილზე მოთხოვნილება ისე გამიქრა, აღარც კი მახსენდება და ვერც კი ვიგრძენი წონაში ისე დავიკელი.

  • 2

    დადასტურდა, რომ სოკოს ძალიან ეშინია ამ ეთერზეთების.

  • 3

    ცხიმის წვა მეხუთე დღიდან იწყება. აუცილებელია საუზმეზე მიირთვათ მხოლოდ ნახევარი…

  • 4

    გაწურეთ ლიმონი, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და არასდროს დამივიწყებთ!

  • 5

    ტუტოვანი საკვების ტოპ-ათეული, რომელიც ხელს უშლის სიმსუქნეს, ინსულტს და კიბოს!

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC