შვრიის ჯადოსნური კერძები მოხდენილი ფიგურისთვის.

by ekaterine

როგორ მოვამზადოთ შვრია გემრიელად

 

შვრიის ფაფით ახალი დღის დაწყება დიდი წამოწყებაა. როგორც წესი, საუზმეზე, შვრიის ფანტელი მზადდება რძეში, სუნელთან ერთად თაფლით, თხილით და ხილით გემოვნებით.

გთავაზობთ შეხედოთ შვრიას, როგორც იდეალური ინგრედიენტი ნოყიერი ლანჩისა და მსუბუქი სადილებისთვის თაფლისა და  ხილის გარეშე. მოდით გავაფართოვოთ გასტრონომიული ჰორიზონტები!

 

შვრიის რეცეპტები სიტკბოს გარეშე

შვრიის ფაფა ავოკადოსთან ერთად

ცოტა ზეითუნის ზეთში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, დაამატეთ 130 გრ შვრიის ფანტელი, დაასხით დაახლოებით 1.3 ლიტრი წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე, მოხარშეთ 20-30 წუთის განმავლობაში, რომ არ მიიწვას თან აურიეთ. დაამატეთ მარილი, წიწაკა გემოვნებით. მზა ფაფა დაასხით თეფშზე, დაამატეთ ავოკადოს ნაჭრები, მოასხით ლიმონის წვენი.

 

შვრიის დიეტური წვნიანი

ხახვი წვრილ რგოლებად დავჭრათ, 10-15 წუთის განმავლობაში შევწვათ კარაქში. მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ 90 გრ შვრიის ფანტელი, დაასხით ლიტრი ბოსტნეულის ბულიონი და ჭიქა რძე. მარილი, წიწაკა გემოვნებით, მოხარშეთ ადუღების შემდეგ 30-40 წუთის განმავლობაში. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

 

შვრიის ფაფა სოკოთი და შემწვარი კვერცხით

შვრია მოვამზადოთ ტაფაში ისე, როგორც პირველ რეცეპტშია, განსხვავება ის არის, რომ, როცა ხახვი შეიწვება დაამატეთ დაჭრილი სოკო. ცალკე შეწვით კვერცხი და მომზადებულ ფაფას ზემოდან დაადეთ. მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

 

შვრია ბოსტნეულის მიქსით

დავჭრათ დიდი ბულგარული წიწაკა, ყაბაყი, სტაფილო, პომიდორი და ხახვი, მოათავსეთ ყველაფერი პერგამენტით დაფარულ საცხობ ფირფიტაზე, მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ  მწვანილი და გამოაცხვეთ 10-15 წუთის განმავლობაში. იმავდროულად, მოხარშეთ შვრიის ფაფა წყალში. მოათავსეთ ფაფა თეფშზე, ზემოდან მოათავსეთ გამომცხვარი ბოსტნეული, მოასხით სოიოს სოუსი მეტი პიკანტურობისთვის.

 

შვრიის ფაფა ყველით

დაბოლოს, შვრიის უმარტივესი, მაგრამ არანაკლებ მადის მომგვრელი ვერსია. ადუღეთ ფაფა წყალში, პაკეტზე მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად. დაამატეთ კარაქი და გახეხილი მაგარი ყველი. ყველის ნაცვლად, შეგიძლიათ ბრინზა აიღოთ.

 

იდეალური რეცეპტები ყველასთვის, ვისაც უყვარს მარტივი რეცეპტები და ცდილობს მიჰყვეს ჯანსაღი ცხოვრების წესს. როგორც ხედავთ, არა მხოლოდ გემრიელი საუზმე მზადდება შვრიისგან! კალიუმი და მაგნიუმი, რომლითაც მდიდარია შვრია, აქვთ სასარგებლო გავლენა ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობენ სტრესის ეფექტების განეიტრალებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია დატვირთული დღის ბოლოს.

Related Articles