• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
საკითხავისილამაზეჯანმრთელობა

ეს სასიამოვნო სიახლეა მათთვის, ვინც მუდმივად აკონტროლებს წონას. 

by ekaterine ნოემბერი 4, 2018
ნოემბერი 4, 2018

მეცნიერთა აზრით ფერი გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე, ჯანმრთელობაზე და აზროვნებაზე. ფერების შესახებ გარკვეული ინფორმაციით თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი მადა, როცა დიეტაზე ხართ ან გამოკვებოთ უჭმელი ბავშვი, რომელსაც საჭმლის დანახვაზე ისტერიკა ემართება.

ფსიქოლოგიის, მეცნიერებისა და მედიცინის სფეროში ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ ისევე როგორც საკვები ჭურჭლის ფერიც სიფრთხილით უნდა შეირჩეს.

თეთრი

კლასიკური თეთრი ფერის ჭურჭელი ისევ მოდაშია. მაგრამ თუ თქვენ დიეტაზე ხართ, არ გამოიყენოთ თეთრი ფერი, ეს აძლიერებს მადას. თეთრ ფონზე საჭმელი გამოიყურება მიმზიდველად. მასზე შეგიძლიათ დიეტისთვის სასარგებლო ხილი და ბოსტნეული მოათავსოთ. შემთხვევითი არ არის, რომ მზარეულებს უყვართ თეთრი ფერის თეფშების გამოყენება, ეს ფერი სინათლეს ირეკლავს და კარგად ჩანს თითოეული ინგრედიენტის ფერი. ტვინისთვის თეთრი ფერი ასოცირდება ტკბილთან – თეთრ თეფშზე მოთავსებული საკვები როგორც ჩანს ძალიან გემრიელია.

ლურჯი

არ იცით, როგორ შეამციროთ მადა? მიირთვით კერძები ლურჯი ფერის თეფშით. ეს კეთილშობილური ფერი დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე, ის გააქრობს ჭამის სურვილს და ცოტა საკვები დაგაკმაყოფილებთ. ამ ფონზე კერძები გამოიყურება დიდებულად, მადის დაკარგვა კი შეაკავებს შიმშილის იმპულსებს.

იისფერი

ეს არის ძლიერი სულიერი ფერი, რომელიც ჩვენში წარმოშობს ფანტაზიას, წარმოსახვას და გვაფიქრებს რაღაც დიდებულზე. ასეთი გავლენა არ არის საკვები პროდუქტებისთვის შესაფერისი, გარდა ზოგიერთი პროდუქტისა: ბადრიჯანი, წითელი კომბოსტო, ყურძენი, ქლიავი, სხვა ხილსა და ბოსტნეულს არ გირჩევთ.

ნაცრისფერი

გინდათ ეს ფერი სცადოთ? ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა. ჩვენ აღვიქვამთ ნაცრისფერ საკვებს გაფუჭებულად, ეს ფერი სხვა ფერებსაც ანეიტრალებს მის გარშემო. ნაცრისფერი გვიკარგავს მადას და ჭამის სურვილიც ქრება. ეს სასიამოვნო სიახლეა მათთვის, ვინც აკონტროლებს წონას.

შავი

ეს ფერი ასოცირდება გადასაყრელთან და დამპალ პროდუქტთან, ტვინი შავ თეფშზე მოთავსებულ საკვებს აღიქვამს, როგორც მომწამვლელს და საშიშს ორგანიზმისთვის. შავი ფერის თეფშზე საკვები მიმზიდველად გამოიყურება, თქვენ კი ყოველდღიურად მისი გამოყენება, მიგაჩვევთ ცოტა საკვების მიღებას. ასეთი მუქი ჭურჭელი საუკეთესო გამოსავალია მათთვის, ვინც ბრძოლა გამოუცხადა ზედმეტ კილოგრამებს. თუ სერიოზულად უყურებთ ამ თემას, გააწყვეთ მაგიდა შავი ფერის თეფშებით.

ყავისფერი

ეს ფერი ასოცირდება შოკოლადთან, პურთან, ყავასთან, შემწვარ ხორცთან, მაგრამ მხოლოდ ამ საკვების დანახვის შემთხვევაში მუშაობს ქვეცნობიერი და არა ამ ფერზე მოთავსებული სხვა საკვების დროს. ენერგიის ნაკლებობა ამ ბნელ დაბურულ ფერში გვიკარგავს მადას და დადებითად მოქმედებს დიეტის დროს.

წითელი

ეს ფერი ახალისებს განწყობას, აჩქარებს პულსს, აძლიერებს შიმშილის გრძნობას. ამ ფერის ყოველდღიურად გამოყენება დაგვაკარგვინებს კონტროლს ჭამის დროს და შეიძლება ცოტა ხანში გავსუქდეთ. ვჭამთ დიდი ულუფებით, სწრაფად , ეს კი ზიანს აყენებს არა მარტო წონას, არამედ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.

ფორთოხლისფერი

ეს წითლის მონათესავე ფერია, მასზე საკვები გამოიყურება მადისაღმძვრელად, ფსიქოლოგიურ განწყობას აძლიერებს და ახსენებს ტვინს შიმშილს. ეს ფერი გამოიყენეთ სადღესასწაულო სუფრებისთვის.

ყვითელი

ყვითელი ფერი ზრდის მადას და საშუალებას იძლევა იკვებოთ სწრაფად. თუ ჭამის სურვილი დაგეკარგათ და არაფრის დანახვა არ გინდათ, მიირთვით ყვითელი ან ფორთოხლისფერი თეფშიდან. ბავშვი, რომელსაც ყვითელი თეფშიდან აჭმევთ, ის წინააღმდეგობას აღარ გაგიწევთ.

მწვანე

ეს ფერი ასოცირდება ბუნებასთან. მწვანე ფერის თეფშები და ფინჯნები ხელს უწყობს სიცოცხლისუნარიანობის მომატებას, განწყობის გაუმჯობესებას. გათავისუფლებთ დეპრესიისგან, უძილობისგან.

ამრიგად, მადისაღმძვრელ ფერებს მიეკუთვნება: წითელი, თეთრი, მწვანე, ფორთოხლისფერი და ყვითელი. ეს თეფშები შეგიძლიათ გამოიყენოთ პირველი თავი კერძების დროს. წვნიანები ჩვენს ფიგურას ნაკლებ ზიანს მოუტანს, მეორე თავი კერძისთვის შეარჩიეთ ცივი ტონები: შავი, ყავისფერი და ლურჯი.

0
FacebookEmail
previous post
გააუმჯობესეთ თქვენი მეხსიერება, ყურადღება და კონცენტრაცია 10 სუპერპროდუქტის დახმარებით
next post
იმაზე სასიამოვნო არაფერია, როცა ჭამ და არ სუქდები. ფიგურის შესანარჩუნებლად და თვითკმაყოფილებისთვის აირჩიეთ ჯანსაღი წახემსება.

Related Articles

მე უკვე 60-ის ვარ, მაგრამ სნაიპერის მხედველობა მაქვს!...

მაისი 19, 2022

მოულოდნელი აღმოჩენა. გააოცეთ თქვენი ოჯახი და მეგობრები ასეთი...

მაისი 15, 2022

აი რატომაა მსოფლიო შეპყრობილი ტუალეტის ახალი ტრენდით.

მაისი 11, 2022

სამდღიანი დეტოქსის წყალობით დაიკლებთ 3-დან 7 კგ-მდე. 3...

მაისი 11, 2022

ხვალ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებით თქვენი ოცნების ფიგურას! საღამოს...

მაისი 9, 2022

შევამჩნიე, რომ დედამ შესასვლელ კართან უცნაური ნარევი შეინახა....

მაისი 9, 2022

ამიერიდან დავაკვირდები მარილის თითოეული შეფუთვის შემადგენლობას. სიურპრიზების მეშინია.

მაისი 8, 2022

კარგი შედეგი გარანტირებულია! ურალის მეთოდი, რომლის შესახებაც ცოტამ...

მაისი 5, 2022

მე გადავამოწმე ტესტის შედეგები საკუთარ თავზე და ჩემს...

მარტი 6, 2022

როგორ გავაშროთ ტანსაცმელი მხოლოდ 2 საათში? ამაში ერთი...

თებერვალი 11, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ამიერიდან დავაკვირდები მარილის თითოეული შეფუთვის შემადგენლობას. სიურპრიზების მეშინია.

  • 2

    მინუს 9 კილოგრამი თვეში – თქვენი ახალი რეალობა! წარმატების მისაღწევად ნამდვილად ღირს ცდა!

  • 3

    ოცი წელია ამ რეცეპტით ვაცხობ. ცხვება სწრაფად, მისი არომატი კი დიდხანს რჩება ჩემს სამზარეულოში!

  • 4

    ყოველ დილით მიირთვით ეს საუზმე და მერწმუნეთ, ერთ თვეში თავს ვერ იცნობთ.

  • 5

    რომელია ფეხმძიმედ? გამოცანები, რომელთა შესრულებაც მხოლოდ მაღალი დონის ინტელექტუალებს შეუძლიათ.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC