აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ოქროს წესები და თქვენ მომენტალურად იგრძნობთ თავს უკეთესად

by ekaterine

მუდმივად გრძნობ სიმძიმეს მუცელში? ცუდად გძინავს? შეგაწუხა მუდმივმა დაღლილობის შეგრძნებამ? დაფიქრდით როგორ იკვებებით. თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს, ერთი კვირის შემდეგ იგრძნობთ შედეგს.

ყოველ დილით უზმოზე დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი. შეგიძლიათ ჩააწუროთ ლიმონის წვენი, ან ჭიქაში მოათავსეთ პიტნის ფოთოლი,  უფრო სასიამოვნო რომ გახდეს.

ისაუზმეთ წყლის დალევიდან 20-30 წუთის შემდეგ. არაჯანსაღ საუზმედ ითვლება ერბოკვერცხი, ცხიმიანი დიდი სენდვიჩები, მაიონეზიანი ან ცხიმში შემწვარი ხორცი. ჯანსაღი საუზმე ფაფები – ბრინჯის, შვრიის, წიწიბურას ახალი ხილით ან ჩირით, თაფლით ან იოგურტით.

კვების წინ 30 წუთით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი, ასე კუჭს შეავსებთ  წყლით და საჭმელს ცოტას მიირთმევთ.

იკვებეთ დღეში 5-6-ჯერ პატარა ულუფებით და 2-3 საათიანი ინტერვალებით, ვიდრე 3-4-ჯერ დიდიშუალედებით.

არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ წყალი კვების დროს, რადგან ეს ხელს უშლის საჭმლის მონელებას. ჭამიდან ერთი საათის შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ წყალი.

უმჯობესია ბოლო კვება იყოს 6 საათზე, მითუმეტეს თუ დასაძინებლად წვებით 22:00 საათზე. ივახშმეთ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე.

მიირთვით ბევრი ბოსტნეული, ხილი, კენკრა, ყურძნის და ბანანის გარდა. ყველაზე კარგია ვაშლი, ის წმენდს ორგანიზმს.

თუ ვარჯიშობთ, იკვებეთ ერთი საათით ადრე ვარჯიშამდე და ერთი საათის შემდეგ ვარჯიშის მერე. კარგია თუ ვარჯიშის წინ მიირთმევთ ფაფებს.

 

სადილსა და ვახშამზე მიიღეთ ცხოველური ცილოვანი საკვები, მაგრამ მოხარშული-  ქათამი, თევზი, ხიზილალა, კვერცხი.

არ დაივიწყოთ მცენარეული ცილაც, მას შეიცავს დიდი რაოდენობით პარკოსნები, თხილეული.

შრომისუნარიანობის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, იკვებეთ ცხიმებით, რომლებიც შედის რძის პროდუქტებში და მცენარეული წარმოშობის კარაქში.

 

ნახშირწყლები, რომლებიც არ იწვევს გასუქებას და აუცილებელია ორგანიზმისთვის, შედის ბევრ ბურღულეულის შემადგენლობაში, მას შეიცავს თაფლი, კარტოფილი, ჰალვა, კაკაო, მაკარონის ნაწარმი.

 

 

 

კარგია შუალედი პირველ და მეორე კერძს შორის. ყველაფერი მიირთვით მოხარშული, ჩაშუშული ან ორთქლზე მოხარშული, დაივიწყეთ შემწვარი საკვები.

დღე-ღამის განმავლობაში დალიეთ 1,5-2 ლ. წყალი. შეამცირეთ ყავის და ჩაის მოხმარება, ისინი ვნებს მხედველობას და სისხლისმიმოქცევას. უმჯობესია მიირთვათ კაკაო, ნატურალური წვენი, კისელი, უშაქრო კომპოტი ან ჩვეულებრივი წყალი.

თუ ტკბილი მოგინდათ დალიეთ წყალი ან მიირთვით ხილი, სურვილი ცოტა ხანში გაქრება და თქვენი თავით კმაყოფილი დარჩებით.

თქვენს სასიკეთოდ საერთოდ ამოიღეთ რაციონიდან ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ძეხვი, მაიონეზი, კეტჩუპი და ყველა სახის საწებელი, ნებისმიერი გაზიანი სასმელი, ჩიპსი და კრეკერი, სწრაფი კვების საკვები,ალკოჰოლური სასმელები, სენდვიჩები, ტკბილეული, რძე და თეთრი შოკოლადი, ნაყინი.

დაბალანსებული დიეტისთვის, უნდა მოიხმაროთ ცილების 14%, ცხიმების 30% და ნახშირწყლების 56%.

ძილის დროს, დალიეთ ერთი ჭიქა კეფირი, იოგურტი ან არაჟანი – ეს სასმელები ხელს შეუწყობს თქვენი ნაწლავების გასუფთავებას და გააუმჯობესებს პერისტალტიკას.

 

 

რა შეიძლება იყოს ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი? სწორედაც რომ არაფერი. დაიცავით ეს წესები ერთი კვირის განმავლობაში და თავს იგრძნობთ მსუბუქად და ჯანმრთელობა ნამდვილად გაგიუმჯობესდებათ.

Related Articles