კაკალი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საკვებია ჩვენს მაგიდაზე. მასში უხვად არის ვიტამინები და მიკროელემენტები, რაც ხელს უშლის მრავალი დაავადების წარმოქმნას და განვითარებას და ის უჩვეულოდ გემრიელია.
რაში მდგომარეობს კაკლის სამკურნალო ძალა? განვიხილოთ ჯანმრთელობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითები.
კაკლით მკურნალობა
ბერძნული კაკალი
მწვანე კაკლით, რომელსაც ჯერ კიდევ რძიანი გული აქვს, ამზადებენ სამკურნალო ნაყენს, ჩაის, გემრიელ მურაბას. კაკალი უნდა მოიკრიფოს მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის შუა რიცხვებამდე.
ახალგაზრდა კაკალი წმენდს სისხლს და ზრდის იმუნიტეტს, ის მდიდარია ვიტამინებით და მიკროელემენტებით. ასკორბინის მჟავას მაქსიმალური რაოდენობას (დაახლოებით 2,500 მგ) შეიცავს ხილი იმ დროს, როდესაც მწვანე კაკალი იმდენად რბილია, რომ ის შეიძლება ნემსით დაიჩხვლიტოს.
C ვიტამინის შემცველობით კაკალი შავ მოცხარს 8-ჯერ და ციტრუსებს 50-ჯერ აღემატება. მწვანე კაკალში C ვიტამინის გარდა აღმოჩენილია P, E და B ჯგუფის ვიტამინები, კაროტინოიდები, ასევე ფიტონციდები და ქინინი.
ახალგაზრდა, მწვანე კაკალი ბუნებრივი იოდის ღირებული წყაროა, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმში ამ ნივთიერების დეფიციტის კომპენსაციისთვის. მწვანე კაკლისგან დამზადებული ნაყენის გამოყენება ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის დაავადების და ჩიყვის თავიდან აცილებას.
მწვანე კაკალი ზრდის იმუნიტეტს და სისხლის შემადგენლობის ნორმალიზებას უწყობს ხელს. თანაბარი რაოდენობით დაფქვილი კაკალი და თაფლი აურიეთ და მოათავსეთ ერთი თვე მშრალ თავდახურულ ქილაში ბნელ ადგილას. პერიოდულად შეანჯღრიეთ. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
სპირტიანი ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 30 ცალი მწვანე კაკლის ნაყოფი, დაჭერით, დაასხით 70%-იანი 1 ლიტრი სპირტი. დადგით 2 კვირის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე ბნელ ადგილას.
მზა ნაყენი გაფილტრეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ 1 ჩ/კ. ჭამამდე. ეს ნაყენი უებარი წამალია დიაბეტის, თირკმლის დაავადების, შარდის ბუშტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს.
ასევე გამოიყენება ნერვული სისტემის, სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს, სხეულიდან ქოლესტერინის გამოსადევნად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით.
იტალიელები ჯანმრთელობის გასამყარებლად ტრადიციულად ამზადებენ მოტკბო-მომწარო ლიქიორს ” ნოჩინოს”, ისინი მწვანე კაკალს 24-25 ივნისის ღამეს აგროვებენ.
მათთვის კაკლის შეგროვება ეროვნულ დღესასწაულად იქცა წლების განმავლობაში. ამ დღეს ზეიმობენ წმინდა ჯოვანის დღეს და სწამთ, რომ სწორედ ამ დროს არის გაჯერებული კაკალი სასარგებლო თვისებებით.
“ნოჩინო” საკვების მონელებაზე დადებით გავლენას ახდენს, ამიტომ მას მიირთმევენ მთავარი კერძის შემდეგ. ის სუფთა სახით უნდა მიირთვან 16-18 გრადუსიანი 50-60 მლ. საუკეთესოა იტალიურ მყარ ყველთან და ნაყინთან კომბინაციაში.
კედრის კაკალი
მას ფიჭვის თესლსას უწოდებენ.
ფიჭვის კაკალი შეიცავს თითქმის ყველა არსებულ ამინომჟავას, ნახევრად გაჯერებულ ცხიმოვან მჟავებს, ვიტამინებს A, B, C, D, E, R. ფიჭვის კაკლის ბიოლოგიური ღირებულება გამოწვეულია ვიტამინის B1 და ვიტამინის E არსებობით.
ტრადიციული მედიცინა ფართოდ იყენებს ფიჭვის კაკლებს სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისთვის. მაგალითად, ციმბირის მოსახლეობა უძველესი დროიდან მიიჩნევს, რომ ისინი მარილების სამკურნალოდ ეფექტური თერაპიული საშუალებაა.
ფიჭვის თესლის ნაყენი გამოიყენება რევმატიზმის, პოდაგრის, მეტაბოლური დარღვევების, ვიტამინის დეფიციტის მკურნალობის მიზნით. დაფქვილ თესლს ნაჭუჭთან ერთად დაასხით არაყი, დადგით 7 დღის განმავლობაში, გაფილტრეთ და მიიღეთ 1.5-2 თვის განმავლობაში.
კედარის კაკლის ნაჭუჭი მდიდარია ტანინებით. ის გამოიყენება ხსნარებისა და ნაყენების მოსამზადებლად (2-3 ს/კ. ერთ ჭიქა წყალზე), რომლებიც გამოიყენება პირის ღრუს და სხვა ორგანოების ლორწოვანი გარსების ანთების დროს, კანის დაავადებებისათვის და დამწვრობის სამკურნალოდ.
დაქუცმაცებული ნაჭუჭი თაფლთან ერთად სასარგებლოა წყლულოვანი დაავადებების დროს. ხალხური მედიცინა მიიჩნევს, რომ კანის კიბოს, ეგზემას, სხავადასხვა კანის დაავადებების დროს კედრის კაკლის ან ზეთის გამოყენება ხელს შეუწყობს მკურნალობას.
ნუში
რამოდენიმე ნუშის გული ორგანიზმში მაგნიუმის დღიური ნორმის 25%-ს შეავსებს. ანტიოქსიდანტები, როგორიცაა სელენი და ვიტამინი E შედის მის შემადგენლობაში და აქვს სასარგებლო გავლენა ჯანმრთელობაზე.
ნუში ძალიან კარგია ძვლებისათვის. კალციუმის, მაგნიუმის და B6 ვიტამინის კომბინაცია ეხმარება მათ გაძლიერებაში. ნუშის 100 გრ შეიცავს კალციუმის ყოველდღიურ ნორმას, ხოლო ვიტამინი B6 და მაგნიუმი ორგანიზმში ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას.
ნუშის რძე შეიძლება იყოს ძროხის რძის იდენტური შემცვლელი, კერძოდ კალციუმის შემცველობით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აქვს ძროხის რძის მიმართ შეუწყნარებლობა.
ნუშის ზეთი გამოიყენება პნევმონიის, ოტიტის, ხველის, ასთმის სამკურნალოდ. ამასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ საჭმლის მონელება, მოიშოროთ სტომატიტი და ტაქიკარდია. ამისათვის მიიღეთ ნუშის ზეთის ხუთი წვეთი შაქრის ნატეხით.
ტყის თხილი
თხილის შემადგენლობა გულისა და სისხლძარღვების დაავადებების პრევენციის საშუალებას იძლევა. ეს ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას, გვიცავს ათეროსკლეროზისგან, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, პარალიზის განვითარების რისკს და გულის შეტევებს.
თხილი რეკომენდებულია ყველა ასაკის ადამიანებისთვის, ის ანელებს დაბერების პროცესს და ხელს უწყობს გაახალგაზრდავებას. შეიცავს მაღალი მაჩვენებლით ვიტამინებს, მინერალებს, ანტიოქსიდანტებს.
განკურნება აღინიშნება ვარიკოზული ვენების, ანემიის, რადიკულიტის, პროსტატის ადენომის, შარდის ტრაქტის დაავადებების დროს. შეიცავს ვიტამინებს B და E, ნატრიუმს, თუთას, კალიუმს, რკინას, კალციუმს, მაგნიუმს და კობალტს.
რადგან თხილში ცოტა ნახშირწყლებია, ის შეიძლება დიაბეტის დროსაც გამოიყენოთ. შეიცავს უნიკალურ ნივთიერებას, რომელიც არის კიბოს საწინააღმდეგო აგენტი,ის ხელს უშლის სიმსივნის ფორმირებას. თაფლის და დაჭრილი თხილის ნარევი, რევმატიზმისა და ანემიის საშუალებადაა მიჩნეული.
დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველობის გამო არა რაის მიზანშეწონილი მათთვის, ვინც ფიგურას უფრთხილდება. დღეში 30 ცალზე მეტი არ შეიძლება.
სასარგებლოა თხილის ქერქი და ფოთოლიც. ისინი გამოიყენება ნევრალგიის, პროსტატის დაავადებების და სექსუალური იმპოტენციის სამკურნალოდ. ამისათვის 1 ს/კ. ნედლეულს უნდა დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩეროთ 40-60 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა სამჯერ 20 წუთით ადრე ჭამადე.
ფისტაშკები
ფისტაშკები შეიცავს ყველაზე დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც პასუხისმგებელია კანის გაახალგაზრდავებაზე, ნამდვილი ბუნებრივი კოსმეტოლოგია.
სხვა კაკლებთან შედარებით ფისტაშკები შეიცავს ბევრ ანტიოქსიდანტს, როგორიცაა ლუტინი, ბეტა-კაროტინი და ვიტამინი E. ძალიან ცოტა ვიტამინებს A და C, მაგრამ მაღალი რაოდენობით B- ვიტამინების კომპლექსს.
შეიცავს ცხიმებს, რომელიც გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი, ამცირებს ქოლესტერინს და ინფარქტის რისკს.
ფისტაშკა შეიცავს კალიუმს, დღეში 10-20 ფისტაშკის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს წნევას. ის დაბალკალორიულია, ვიდრე კაკალი და თხილი, ამიტომ შეგვიძლია დღის განმავლობაში წასახემსებლად გამოვიყენოთ.
ღვიძლის დაავადებების, გასტრიტის, კოლიტის დროს კვებებს შორის შუალედებში 1 ჩ/კ. დაქუცმაცებული ფისტაშკა მიირთვით.
კაკალი პეკანი
კაკალი დიდი რაოდენობით შეიცავს: ცილებს, ცხიმებს, ამინომჟავებს, ვიტამინებსა და ეთერზეთებს. მის მიღებას ექიმები ბევრი დაავადების დროს ურჩევენ. კაკლის მუდმივი მოხმარებით შესაძლებელია ათეროსკლეროზის თავიდან აცილება და ძლიერი ნერვული სტრესის მოხსნა, ის სასარგებლოა შაქრის დიაბეტის, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და ანემიის დროსაც.
უნაყოფობის, ქრონიკული დაღლილობის და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ამზადებენ ნაყენს: 1 ჭიქა კაკალს აქუცმაცებენ, ასხავენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს და ურევენ. მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ 1/4 ჭიქა.
დღეში 20 გრამი კაკლის მოხმარება 22 %-ით ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს.
თაფლში არეული კაკალი, ენერგიის მოსაკრები საუკეთესო საშუალებაა. მას დაღლილობის მოსახსნელად იყენებენ. სასურველია, ყოველდღიურად მივირთვათ 50 გრამ თაფლში შერეული 50 გრამი კაკალი. კაკალი, ისევე როგორც თაფლი, ადამიანის ჯანმრთელობასაც რგებს და ამავე დროს ენერგიის ულევი წყაროა.
ჩართეთ კვების რაციონში კაკალი, თხილი, ნუში და იყავით ჯანმრთელი.