სუპერჯანსაღი, უძველესი რეცეპტი, რომელიც გამოცდილია საუკუნეების განმავლობაში!

by ekaterine

ჯინჯერი შეიცავს ვიტამინების მთელ კომპლექსს. მიკრო და მაკრო ელემენტებს, ასევე ამინომჟავებს. ეს პროდუქტი კარგად ერწყმება ნიორს, რომელიც ასევე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

ეს რეცეპტი უძველესია, მაგრამ პოპულარულია ჩინურ, ტაილანდურ, ინდურ სამზარეულოებში. მას ამატებენ სხვადასხვა კერძებში, რომელიც პიკანტურ გემოს აძლევს მათ.

პროპორციები შეგიძლიათ თვითონ განსაზღვროთ, მაგრამ იდეალური ვარიანტია 60% ნიორი და 40% კოჭა. პასტა კარგად ინახება მაცივარში. დაამატეთ ის ხორცის, თევზის და ბოსტნეულის კერძებს, ასევე სხვადასხვა საწებელს და მარინადს. ასეთი გემრიელი დანამატი ხელს შეუწყობს სეზონურ გაციებასთან გამკლავებას და იმუნური სისტემის გაძლიერებას.

ჯინჯერის და ნივრის რაოდენობა უნდა განსაზღვროთ სუფთა სახით.

შემადგენლობა

ჯინჯერი 100 გ

ნიორი 150 გ

ზეითუნის ზეთი 1-2 ს/კ.

მარილი გემოვნებით

მომზადება

ჯინჯერი და ნიორი გახეხეთ ან დააბლენდერეთ, მოასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი და აურიეთ. გადაიტანეთ მინის ქილაში და 2 კვირის განმავლობაში შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში.

პასტა დაამატეთ 1 ს/კ. კერძს, თუ ჯერ არ ხართ შეჩვეული მრავალფეროვან გემოს, დაიწყეთ ჩაის კოვზით მისი გამოყენება. შეკმაზეთ ამ პასტით შემწვარი ქათამი, უგემრიელესია. გამოიყენეთ ეს რეცეპტი და მეგობრებსაც გაუზიარეთ.

Related Articles