თუ გსურთ სიმდიდრის და კეთილდღეობის მოზიდვა სახლში, მოგიწევთ გაითვალისწინოთ ეს რჩევები.

by ekaterine

ძველი ხალხი თვლიდა, რომ ფულის საშოვნელად მარტო მუშაობა არ არის საჭირო, უნდა ვიცოდეთ ფულის სწორად გამოყენება,   შენახვა, როგორ უნდა გავცეთ  სესხად, როგორ უნდა დავითვალოთ.

რასაკვირველია თქვენს გარშემო აღმოაჩენთ ისეთ ადამიანს, რომელთანაც ფული მდინარესავით მიედინება, ხარჯავს უსაზღვროდ, მაგრამ არასდროს რჩება პურისა და წყლის იმედად.

არსებობენ ფულის სიყვარულით დაავადებული ადამიანები, მათ უყვართ ფულის შოვნა, მაგრამ არ უყვართ დახარჯვა. გულდაგულ ითვლიან დანახარჯებს, შეიძლება ღამით ადგნენ საწოლიდან და გააკეთონ ჩანაწერები რვეულში.

არ შეინახოთ ფული ნათელ ადგილას, მას ეს არ მოსწონს, შეკარით და დადეთ ბნელ ადგილას.

მაგიდაზე არ დატოვოთ დანა და ფული, ეს ფულის მოზიდვას შეუშლის ხელს. არ მიმოფანტოთ ოთახში მონეტები.

არსებობს ასეთი რწმენა, რომ ახალმთვარეობისას, სამი დღის განმავლობაში ფანჯრის რაფაზე თუ ფულით სავსე საფულეს დავდებთ, თვის ბოლოს ფინანსური მდგომარეობა აშკარად გაგვიუმჯობესდება.

არ გამოცალოთ საფულე ბოლომდე, ეცადეთ ერთი კუპიურა მაინც დაიტოვოთ.

კეთილდღეობა სახლში თურმე პირდაპირ დამოკიდებულია ფანჯრების, სარკეების სისუფთავეზე. გამდიდრება დამოკიდებულია სახლის იდეალურ სისუფთავეზე. სახლის დალაგების შემდეგ სარკის წინ მოათავსეთ მონეტა, მისი ანარეკლი მოიზიდავს ფინანსებს, დატოვეთ მონეტა ღამით და დილით ჩააგდეთ ყულაბაში.

ყველას გაგვიგონია ასეთი გამოთქმა, რომ ფულს დათვლა უყვარს. მაგრამ დანაზოგის შემთხვევაში ხშირად ფულის დათვლას დანაკარგი მოაქვს.

სიღარიბისგან რომ განთავისუფლდეთ ერთი მარტივი ხრიკი გამოიყენეთ. აიღეთ ისეთი კუპიურა, რომელზეც იქნება რომელიმე თქვენი ინიციალი, დააწვეთეთ ეთერზეთი და მოათავსეთ საფულეში.

მეზობელმა თუ დაგიძახათ, შეიპატიჟეთ სახლში, კართან დიდხანს დგომა დააფრთხობს სახლიდან წარმატებას და კეთილდღეობას.

არ დაივიწყოთ ბუმერანგის პრინციპი, ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ და თან ორმაგად. ამიტომ არ უგულებელყოთ ადამიანები, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. დაეხმარეთ საქმით ან თბილი სიტყვებით. სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ.

ხელფასი აღებისთანავე არ დახარჯოთ, აუცილებლად ერთი ღამით დატოვეთ სახლში და შემდეგ დაიწყეთ მისი ხარჯვა.

არის ასეთი გამოთქმა “თუ მას მოუსმენ, ფული უფრო სწრაფად გამოჩნდება ვიდრე შენ დახარჯავ.”

ხალხური სიბრძნე ეხმარებოდა ჩვენს წინაპრებს და ალბათ ჩვენც შევძლებთ სახლში წარმატების და კეთილდღეობის მოზიდვას.

 

Related Articles