ამ ზეთების გამოყენებით შეგიძლიათ ჩაიტაროთ სახის ლიფტინგი მარტივად.

by ekaterine

დრო  დაუნდობელია ისეთი მშვენიერი არსებებისთვისაც კი, როგორებიც არიან ქალები. წლები მათ ლამაზ სახეზე აჩენს ნაოჭებს და პიგმენტურ ლაქებს. ეს უსიამოვნებები უფრო ადრე ჩნდება მშრალ კანზე, ვიდრე ცხიმიანზე. კოსმეტოლოგები გვირჩევენ მკვებავებს და დამატენიანებელ კრემებს. ნატურალური ზეთები უფრო ეფექტურია, ვიდრე ქარხნულად დამზადებული კრემები.

წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარულ ზეთებს კანისთვის.

 

 

ჟოჟობას ზეთი.

ჟოჟობა არის მარადმწვანე მცენარე, მასში არსებულ ზეთს აქვს უნიკალური შემადგენლობა. ის შეიცავს ეკოგენურ მჟავას, რომელიც აუმჯობესებს უჯრედულ ცვლას და ხელს უწყობს კანის ქსოვილის რეგენერაციას.  ამ მცენარეში არსებული კოლაგენი ადამიანის ორგანიზმში წარმოქმნილის იდენტურია.

 

აბუსალათინის ზეთი.

აბუსალათინის ზეთს იყენებენ თმის ძირების გასამაგრებლად, სასარგებლოა თვალის გარშემო კანისთვისაც. სხვა ზეთებისგან განსხვავებით გაშრობის შემდეგ არ სტოვებს ცხიმის კვალს სახეზე.

 

 

ზეითუნის ზეთი.

ეს უნივერსალური სამკურნალო საშუალებაა. მისი მიღება შეიძლება როგორც შინაგანი, ისე გარეგანი გამოყენებისთვის. ზეითუნის ზეთი უფრო ათენიანებს კანს, ვიდრე კვებავს. ამიტომ ის უნდა გამოიყენოთ როგორც ფუძე და შეუთავსოთ კოსმეტიკა. შეგიძლიათ რამოდენიმე წვეთი დაუმატოთ ღამის კრემს.

 

 

ნუშის ზეთი.

კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ბევრ სასარგებლო თვისების მატარებელია. ის მდიდარია ცილებით და უჯერი ცხიმებით, რომლებიც კვებავს ორგანიზმს შიგნიდან. შეიცავს ცხიმში ხსნად ვიტამინებს, მაგნიუმს, კალციუმს და სხვა მინერალებს, რომლებიც კვებავს კანის საფარველს.

ნუშის ზეთს აქვს მსუბუქი მათეთრებელი ეფექტი. იგი აცოცხლებს კანს და აღადგენს მის ტონს.

 

 

წიწვის ზეთი.

ეს ზეთი ყველასგან იმით განსხვავდება, რომ შეიცავს პროტეინებს, აქვს კანის გამაახალგაზრდავებელი, ლიფტინგის ეფექტი. ოპერაციის გარეშე ცვლის სახის ოვალს, რაც ყველა ქალის სანუკვარი ოცნებაა,

Related Articles