შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა და სილამაზე დიდი ხნით.

by ekaterine

კოლაგენი არის ცილა, რომელიც შემაერთებელი ქსოვილების სინთეზში მონაწილეობს, პასუხისმგებელია კანის ელასტიკურობაზე. პირველი ნაოჭები იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმი განიცდის კოლაგენის ნაკლებობას.

სწორი კვება არის ერთ-ერთი გზა, რომელიც შეამცირებს ამ ცილის დაშლის პროცესს. არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც დაბერების პროცესს უშლიან ხელს.

ორგანიზმში 30-40% გვხვდება სწორედ ეს ცილა, კოლაგენი. ის მარტო სახის კანზე არ ახდენს გავლენას, მისი არსებობა აღინიშნება თმის, ფრჩხილების მდგომარეობაზე. სულ არსებობს 16 სახის კოლაგენი, მაგრამ 90% გვხვდება 3 ტიპის. პირველი და მეორე ტიპის კოლაგენი მდებარეობს ძვლებში, მყესებში, კანში, მესამე ტიპის კი სახსრებში.

ახალგაზრდა ასაკში ორგანიზმში კოლაგენის წარმოქმნა ხდება თვითნებურად. ასაკის მატებასთან ერთად ეს ბუნებრივად წარმოქმნა ქვეითდება და აუცილებელია ადამიანმა იზრუნოს საკვების სახით მისი მიწოდება ორგანიზმისთვის.

25 წლის შემდეგ ჩნდება პირველი ნაოჭები, ცოტა მოგვიანებით ართრიტის საშიშროება, რით უნდა ვიკვებოთ, რომ თავიდან ავიცილოთ უსიამოვნებები?

ძვლის ნახარში ერთ-ერთი ვარიანტია, თუ სხვა პროდუქტები ცილის სტიმულირებას უწყობენ ხელს, ეს ბულიონი თვითონ შეიცავს ცილის ბიოაქტიურ ფორმას, რომელიც მიღებისთანავე შეუძლია გამოიყენოს ორგანიზმმა.

საქონლის ხორცის ბულიონი შეიცავს კოლაგენის პირველ ტიპს, რომელიც უხდება სახის კანს, ქათმის და ინდაურის ბულიონი კი მეორე ტიპის კოლაგენს შეიცავს და კარგია სახსრებისთვის. თუ ზრუნავთ სახის კანზე მიირთვით  ძვლის ნახარში  ყოველდღე 170-340 გრ.

ორაგული შეიცავს მინერალებს და თუთიას, ისინი ხელს უწყობენ კოლაგენის სინთეზს.ეს თევზი შეიცავს ასევე ომეგა-3, რომელიც კვებავს კანს და უნარჩუნებს ახალგაზრდულ იერს.მიირთვით ორაგული კვირაში ორჯერ  115-140 გრ.

მწვანე ბოსტნეული საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა სხვადასხვა დაავადებების დროს, მას შეუძლია თავიდან აგვაცილოს ორგანიზმში კოლაგენის ნაადრევი დაშლის პროცესი. მწვანე ბოსტნეული შეიცავს ქლოროფილს, რომელიც ზრდის პროკოლაგენის რაოდენობას კანში. ყოველდღიურად მწვანე ბოსტნეულის მირთმევა გაზრდის თქვენს აქტივობას, სამი ფინჯანი მწვანე ბოსტნეულის ბულიონი შეგივსებთ კოლაგენის ნორმას.

ციტრუსები და კენკრა დიდი რაოდენობით შეიცავენ C ვიტამინს, რომელიც ასევე აფერხებს კოლაგენის დაშლის პროცესს, ამ ვიტამინს აქვს ანტიოქსიდანტური თვისებაც, 2 ცალი ციტრუსოვანი ხილი და 75გრ. კენკრა შეგივსებთ ვიტამინის დღიურ ნორმას.

ტომატი შეიცავს ლიკოპინს, რომელიც იცავს კანს მზის სხივების ზემოქმედებისგან, ასევე ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს. რეკომენდებულია 1 ჭიქა თბილი ტომატის წვენის მიღება ყოველდღე.

ავოკადო შეიცავს E ვიტამინს, რომელიც ხელს უშლის კილაგენის დაშლის პროცესს ორგანიზმში. ავოკადო შეიცავს ცხიმებს, რომლებიც სასარგებლოა კანისთვის და ავოკადოს ზეთი ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას. დღეში ნახევარი ავოკადოს მირთმევა ასევე ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს.

კვერცხი, როგორც ხორცი, თვითონ შეიცავს კოლაგენს, რომელიც გვხვდება კვერცხის გულში. კვერცხი შეიცავს გოგირდს, რომელიც საჭიროა კოლაგენის წარმოსაქმნელად და ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის. კოლაგენი ხელს უშლის ტოქსინების დაგროვებას ორგანიზმში. კვერცხის დიდი რაოდენობით მირთმევა არ ღირს, ნორმად ითვლება დღეში ორი ცალი კვერცხი.

ეს პროდუქტები ნამდვილად შეუწყობს ხელს კოლაგენის გამომუშავებას, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ცილის

სინთეზზე ასაკთან ერთად გავლენას ახდენს:

მოწევა

დაბინძურებული გარემო

მზის სინათლე

კვების რეჟიმი, რომელიც შედგება დიდი რაოდენობით ტკბილეულისგან და შემწვარი საკვებისგან.

იმისთვის, რომ დიდხანს ვიყოთ ჯანმრთელები და ახალგაზრდები,  მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკვები, არამედ ცხოვრების წესი.

 

Related Articles