POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
საკითხავიჯანმრთელობა

აუცილებლად დაიმახსოვრეთ ეს მარტივი რეცეპტები და დღეიდან უარს იტყვით წამლის მიღებაზე.

by ekaterine ოქტომბერი 27, 2018
ოქტომბერი 27, 2018

ხშირად ხდება, იღვიძებთ და ხვდებით, რომ გაციებული ხართ, ყელი საშინლად გტკივათ, ლაპარაკიც გიჭირთ, საშინელ მდგომარეობაში ხართ. ყელის გაციება სახუმარო არ არის ნამდვილად. რაც უფრო მალე დაიწყებთ მკურნალობას, უფრო ადრე გამოჯანმრთელდებით,  დაგვიანება მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. ყელის ტკივილი პირველი სიმპტომია ყელ-ცხვირის ანთებითი პროცესის.

ეს შეიძლება იყოს ვირუსული, ინფექციური ან სოკოვანი. პირველ რიგში უნდა ვეჩვენოთ ექიმს, განსაკუთრებით თუ ყელი და ყური გვტკივა. სპეციალისტი ძალიან ადვილად დაადგენს რა ტიპის დაავადებასთან გვაქვს საქმე. დაიმახსოვრეთ, რომ თვითნებურად ანტიბიოტიკების გამოყენება დაუშვებელია. ამან შეიძლება უფრო სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

სააფთიაქო წამლები კანფეტები არ არის, ყველას აქვს თავისი ჩვენება და უკუჩვენება. ზოგჯერ სულაც არ არის საჭირო წამლებით მკურნალობა, შეგიძლიათ ბუნებრივი საშუალებები გამოიყენოთ და ხშირად უფრო ეფექტურიც აღმოჩნდება-ხოლმე.

ჩვენს დროში ხშირად იყენებენ ხალხურ მეთოდებს, რადგან ხალხმა თითქოს რწმენა დაკარგა მედიკამენტების მიმართ. მე როცა ყელი მტკივა, ვამზადებ წითელი ჭარხლის წვენს და მშველის 100%-ით. ის ყელის ლორწოვანი გარსის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, არბილებს ხორხს და ასუფთავებს ჩირქოვანი ნადებისგან. შედეგად, ანთება და შეშუპება მცირდება, ტკივილის სინდრომი გადის.

 

 

 

უნივერსალური რეცეპტი ყელის ტკივილის დროს:

200 მლ ჭარხლის წვენი შეათბეთ 35-40 გრადუსზე, დაუმატეთ 1 ს/კ ვაშლის ძმარი, გამოივლეთ ყოველ ორ საათში ერთხელ დღეში 5-6-ჯერ. ეს შველის ნებისმიერი ფორმით ყელის ტკივილს.

ანგინის დროს:

შეურიეთ ერთმანეთში 100 მლ ჭარხლის წვენი, 1 ს/კ ხახვის წვენი, 1 ჩ/კ ნივრის წვენი, 100 მლ ანადუღარი თბილი წყალი და ყოველ 3 საათში ერთხელ გამოივლეთ ყელში.

ვირუსული ფარინგიტისათვის:

შეურიეთ 100 მლ თბილი ჭარხლის წვენი და 2 ს/კ ახლად გამოწურული ლიმონის წვენი. ყელში გამოივლეთ  5-6 ჯერ დღეში.

ქრონიკული ტონზილიტი:

200 მლ თბილი ჭარხლის წვენში შეურიეთ 1 ჩ/კ პროპოლისის ნაყენი და მინიმუმ სამჯერ გამოივლეთ ყელში.

რინიტის დროს:

ჭარხლის წვენი და გადადუღებული წყალი თანაბარი პროპორციით შეურიეთ ერთმანეთს და ჩაიწვეთეთ 3-4 წვეთი 4-ჯერ დღეში.

ჰემოგლობინის ასაწევად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად კარგია ჭარხლის, ვაშლის და სტაფილოს წვენის ერთად მიღება. მკაცრად განსაზღვრული რეცეპტი არ არსებობს, მოამზადეთ თქვენი გემოვნებით, თუ გსურთ შეგიძლიათ შეურიოთ ლიმონის წვენი და თაფლი.

0 FacebookEmail
previous post
თუ გსურთ სიმდიდრის და კეთილდღეობის მოზიდვა სახლში, მოგიწევთ გაითვალისწინოთ ეს რჩევები.
next post
გაითვალისწინეთ რა აყენებს ზიანს ტვინის აქტიურ მუშაობას და როგორ ვიკვებოთ ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკისათვის.

Related Articles

აირჩიეთ ერთ-ერთი ფიფქია და გაიგეთ რა სიურპრიზებია მოსალოდნელი...

დეკემბერი 31, 2022

აირჩიეთ საშობაო ბარათი და გაიგეთ რა გელით 2023...

დეკემბერი 23, 2022

რას მოგვიტანს 2023 – წყლის ლურ­ჯი კურდღლის წელი...

დეკემბერი 5, 2022

გაჩვენებთ, თუ როგორ გავახანგრძლივოთ სანთლის წვა. 👇

ნოემბერი 1, 2022

არ ველოდი, რომ დროთა განმავლობაში ჩარჩოები ასე გაყვითლდებოდა....

ოქტომბერი 30, 2022

ამ პრობლემას ვერაფრით ვუმკლავდებოდი, დედამთილმა ეს 2 წუთში...

ოქტომბერი 30, 2022

კვერცხი მაცივრის გარეშე ზაფხულშიც კი ინახება. ბელგიელმა მეგობარმა...

ოქტომბერი 28, 2022

დაღესტანში ახლობლები მოვინახულე და გავიგე რატომ ინახება მათი...

ოქტომბერი 25, 2022

გამოიყენეთ ეს პატარა ხრიკი და თქვენი კერძი მუდამ...

ოქტომბერი 21, 2022

დაიწყეთ თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესება დღესვე! ოქტომბრიდან მარტამდე დღეში...

ოქტომბერი 21, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ვიტამინების ნამდვილი ბომბი! ვიყენებ წელიწადში ორჯერ და პრაქტიკულად ავად აღარ ვხდები.

  • 2

    წონის დაკლების ამ პროდუქტმა შოკში ჩააგდო ქალები მთელ მსოფლიოში! წვავს ცხიმს რამდენიმე დღეში. უკვე გამოვცადე!

  • 3

    ამიერიდან დავაკვირდები მარილის თითოეული შეფუთვის შემადგენლობას. სიურპრიზების მეშინია.

  • 4

    როდესაც დიეტაზე ვიყავი, ეს დესერტი ნამდვილი ხსნა იყო ჩემთვის. ახლაც ვამზადებ, რადგან ის არ ვნებს ფიგურას და გამოდის გასაგიჟებლად გემრიელი! 😍 🍌

  • 5

    ამ გემრიელ აკორდეონს ვაშლთან ერთად მესამედ ვამზადებ ერთ კვირაში. სწრაფი და უპრობლემო. 🥧

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC | horoskopi

  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა