ამ ნაზი სკრაბის მეშვეობით, რომელიც სახის კანს ათეთრებს და ანათებს, გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და კანის მკვდარ უჯრედებსაც მოიშორებთ. შვრია კანს ამშვიდებს, არბილებს და წმენდს. სუსტი ქმედების გამო ის შესანიშნავია მშრალი და გაღიზიანებული კანისთვის. თაფლი ჯერ კიდევ უძველესი დროიდან გამოიყენება დამატენიანებლად, რომელიც არბილებს, პოხავს, ამშვიდებს და იცავს კანს.
ინგრედიენტები
თაფლი
მკვებავი და დამატენიანებელი თაფლი დაღლილ სახის კანს ჯანსაღ ფერს სძენს.
გლიცერინი
უსუნო გლიცერინი მისი დამატენიანებელი თვისებების გამო გამოიყენება.
შვრია
დამამშვიდებელი, მკვებავი და დამარბილებელი შვრია ნაზი ამქერცლავია.
ფორთოხლის ეთერზეთი
ამ ზეთს აღმდგენი თვისებები აქვს და შველის გამომშრალ, გაღიზიანებულ და აკნესკენ მიდრეკილ კანს.
50 გრამის დასამზადებლად საჭიროა
ინგრედიენტები:
1 ს/კ. მსხვილფანტელიანი შვრია
2 ს/კ. გლიცერინი
1 ჩ/კ. თაფლი
4 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი
მომზადება
- სანაყის ან ხელის ბლენდერის მეშვეობით შვრია ისე დაფქვით, რომ წმინდა ფქვილისებრი მასა მიიღოთ.
- 2. გადაიტანეთ შვრია თასში და შეურიეთ დარჩენილი ინგრედიენტები. გადაიტანეთ სტერილურ ქილაში, თავზე მჭიდროდ დაახურეთ და მაცივარში შედგით. შენახვის ვადა 3 თვეა.
როგორ გამოვიყენოთ?
გაწმენდილ კანზე ნაზად წაისვით სკრაბი, მოერიდეთ თვალის ნაზ მიდამოებს. 5 წუთიანი მასაჟის შემდეგ სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით და სუფთა პირსახოცის ნაზი დადებით გაიმშრალეთ.