კანი ჩვენი ჯანმრთელობის მაჩვენებელია. ცუდი რაციონი, სასარგებლო ნივთიერებებისა და სითხეების ნაკლებობა, სტრესი, ალერგია და ანთება კანზე მუწუკების, ეგზემის, მოშვებული კანისა და დაბერების სახით ვლინდება. თუ გსურთ, ჯანსაღი კანი გქონდეთ, შეცვალეთ კვების რაციონი და შედეგს 1-2 კვირაში ნახავთ. მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რა უნდა ჭამოთ და რას უნდა მოერიდოთ. ქვემოთ ჩამოთვლილია “სუპერსაკვები”, რაც აუცილებელია ჯანსაღი და ლამაზი სხეულისათვის.
ჯანსაღი კვების ძირითადი წესები
7-ჯერ დღეში:
მიიღეთ დღეში 7-10 ულუფა ეკოლოგიურად სუფთა ხილი და ბოსტნეული, რომელიც ორგანიზმს C ვიტამინით გაამდიდრებს. გარდა ამისა, ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულში არსებულ ფიტონუტრიენტებში უხვადაა ანტიოქსიდანტები, რაც კანის ჯანმრთელობას აუმჯობესებს და მის დაბერებას აფერხებს.
დაუმუშავებელი მარცვლეული:
დაუმუშავებელი ხორბალი, შვრია და ყავისფერი ბრინჯი შეიცავს ანტიოქსიდანტ E ვიტამინს, რომელიც კანის უჯრედებს იცავს.
წყალი:
წყლის უხვად მიღება წმენდს კანს და ორგანიზმიდან ტოქსინები გამოაქვს. თანაც ის კანის დატენიანებას და სისავსესაც უზრუნველყოფს.
ომეგით მდიდარი ცხიმები:
კანი უფრო ჯანმრთელი და მოქნილი იქნება, თუ რაციონში შეიტანთ თევზს, თხილეულსა და თესლეულს. ზეითუნის, ტყის თხილის, კანაფისა და სელის თესლის ზეთი საუკეთესო არჩევანია.
ომეგით მდიდარ ცხიმებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, რაც სუფთა კანის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია.
ეკოლოგიურად სუფთა საკვები:
ორგანული საკვები მცირე რაოდენობით შეიცავს მომწამლავ პესტიციდებს, ამიტომ ასეთი საკვები უფრო ჯანსაღია, ვინაიდან მათში უხვადაა გარკვეული სასარგებლო ნივთიერებები, როგორიცაა თუთია- სუფთა და ჯანსაღი კანისათვის საჭიროა მინერალი.
“ს უ პ ე რ ს ა კ ვ ე ბ ი”
გაამდიდრეთ დაბალანსებული დიეტა ამ სასარგებლო საკვებით, რომელიც სავსეა კანისათვის აუცილებელი ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით. ეს საკვები თქვენს კანს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ავოკადო
ავოკადოში უხვადაა ომეგა-ცხიმოვანი მჟავები, რაც კანის ეპიდერმულ შრეში ტენიანობას ინარჩუნებს. მდიდარია კანის დაზიანებული უჯრედების აღდგენისათვის აუცილებელი ელეინის მჟავათიც. ასევე, ამცირებს ანთებას, კანის სიწითლეს და გაღიზიანებას.
ბაბუაწვერას ფოთლები
მიირთვით ცოცხალი ფოთლები სალათაში ან გამხმარი ფოთლების ჩაი. ბაბუაწვერას ორგანიზმიდან გამოაქვს მომწამლავი ნივთიერებები და ნაკლებია სახეზე მუწუკებისა და გამონაყარის გაჩენის შანსი. მასში უხვადაა კაროტენოიდები, ფლავონოიდები და C ვიტამინი, კალციუმი, რკინა და კალიუმი.
აკაჟუ
თხილის ეს სახეობა ცილის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ცილა აღადგენს კანს. აკაჟუში უხვადაა კანის სამკურნალო მინერალები, რკინა და თუთია.
ნუში
უხვად შეიცავს ანტიოქსიდანტ E ვიტამინს, რომელიც ებრძვის კანის ანთებებსა და გამონაყარს სახეზე. ყოველდღიურად მიირთვით რამოდენიმე ცალი ნუში ან ძროხის რძის ნაცვლად მიიღეთ ნუშის რძე.
თეთრეკალა
ეს კენკრა ერთ დროს აღმდგენი თვისებების გამო ცნობილი იყო, როგორც “მარადიული ახალგაზრდობის წამალი”. მასში დიდი რაოდენობითაა ანტიოქსიდანტები და A და E ვიტამინები.
ბრაზილიური თხილი
თუთიის წყარო-ბრაზილიური თხილი შეიცავს სელენიუმსაც, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და კურნავს ჭრილობებსა და კანს.
ვაშლი
ცოცხალი ვაშლი A და C ვიტამინებს შეიცავს. ორივე მათგანი კანის სამკურნალოა. ვაშლში შემავალი ნივთიერება პექტინი სისხლში აწესრიგებს შაქრის დონეს და ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას. შედეგად კანი სისუფტავეს ინარჩუნებს.
სელის თესლი
სელის თესლში უხვადაა ანთების საწინააღმდეგო ცხიმოვანი მჯავები. მისი ზეთი სასარგებლოა კანის ანთებითი პრობლემების ეგზემისა და აკნეს მოსაგვარებლად. მოაყარეთ გარჩეული თესლი სალათას ან მოასხით სელის თესლის ზეთი სუპებსა და ცაშუშულ ხორცს.
სუფთა კანი რომ გქონდეთ:
უარი თქვით…
ნახევარფაბრიკატებზე: ასეთი საკვები მდიდარია სიბერის გამომწვევი არაჯანსაღი ცხიმებით, მარილითა და შაქრით. ამ საკვებისგან შემდგარი რაციონი მაღალკალორიულია, მაგრამ ძალიან ცოტა სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რაც ესოდენ საჭიროა თქვენი კანის სისუფთავისა და ჯანმრთელობისათვის.
შაქარსა და რაფინირებულ ნახშირწყლებზე: ასეთი საკვები სწრაფად სწევს სისხლში შაქრის დონეს, რაც ორგანიზმს აიძულებს, შაქრის ასათვისებლად უფრო მეტი რაოდენობით გამოიმუშაოს ჰორმონი ინსულინი. კვლევებმა აჩვენა, რომ ინსულინი ხელს უწყობს აკნეს გაჩენას. კანის გასაწმენდად მიიღეთ ნაკლებად გლიკემიური საკვები, ამისათვის მოერიდეთ შაქარსა და რაფინირებულ ნახშირწყლებს და მთლიანად ამოიღეთ თქვენი რაციონიდან გაზიანი სასმელები.
რძის ნაწარმის გადაჭარბებულ მიღებაზე: ბალანსირებულ კვებაში რძისა და რძის პროდუქტების მცირე რაოდენობით მიღება დასაშვებია. მაგრამ თუ აკნე და ჩირქოვანი გამონაყარი გაწუხებთ, სასურველია რაციონიდან ასეთი საკვები დროებით ამოიღოთ, ვინაიდან ზოგ ადამიანში რძე ანთებას უფრო ამწვავებს. კვლევების თანახმად, რაციონიდან რძის ნაწარმის ამოღება აქრობს აკნეს.
მოწევაზე: ეს არ არის რაციონთან დაკავშირებული რეკომენდაცია, მაგრამ მოწევისგან თავის შეკავება მკვეთრად გააუმჯობესებს კანს, რადგან მოწევა ანგრევს მას, იწვევს კანის მოშვებასა და ნაადრევ დაბერებას.