POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
საკითხავიჯანმრთელობა

როგორ ვიკვებოთ წელიწადის ცივ დროს, რომ ავიმაღლოთ იმუნიტეტი.

by ekaterine ოქტომბერი 21, 2018
ოქტომბერი 21, 2018

შემოდგომაზე აუცილებელია ვიზრუნოთ იმუნიტეტის ამაღლებაზე, რადგან ამ პერიოდში თავს იჩენს ბევრი ვირუსული და ინფექციური დაავადება, ორგანიზმი განიცდის მზის ენერგიის და ვიტამინების ნაკლებობას. ამისათვის უნდა გადავიდეთ შესაბამის კვების რეჟიმზე და მომავალ ზაფხულამდე დავემშვიდობოთ საზაფხულო კვების რეჟიმს.   ცივი დღეები მოქმედებს ადამიანის განწყობაზეც, გრძნობს მუდმივ დაღლილობას, უძილობას, ყველაფერი ზედმეტ კოლოგრამებზე აისახება, რაც უფრო გვიფუჭებს ხასიათს.

არსებობს მრავალი გზა, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა უარყოფით მდგომარეობა, რაც იწვევს  ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და წონის მატებას. აქტიურობა და სიცოცხლის ხალისი რომ შევინარჩუნოთ, საჭიროა სწორად ვიკვებოთ. დიეტის გარეშეც შეგვიძლია გადავარჩინოთ ორგანიზმი ზედმეტი  კილოგრამებისგან. შემოდგომით აუცილებელია მეტი წვნიანების მიღება, მაგალითად გოგრის წვნიანი გაგათავისუფლებთ ზედმეტი წონისგან და ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მართალია კარტოფილი მაღალკალორიულად ითვლება, მაგრამ ის შეიცავს უამრავ მიკრო და მაკროელემენტებს, მჟავებს, ვიტამინებს, მისგან მომზადებული საკვები აწესრიგებს მეტაბოლიზმს, არ ვნებს ფიგურას.

შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ ორი ფინჯანი ცხელი ასკილის ჩაი, გვირილის ან მწვანე ჩაი. უზმოზე კარგია 1 ჩ/კ. ნატურალური თაფლის მიღება.  სიცივეში     მიირთვით ისეთი პროდუქტები, რომლებიც მდიდარია D3 ვიტამინით ( კვერცხის გული, კარაქი, საქ. ღვიძლი, ქაშაყი და სხვა. ) ხორცი ჩაანაცვლეთ თევზით, ცხოველური ცხიმები – მცენარეული ცხიმებით. დღის რაციონში ჩართეთ 40 გრ. თხილეული ყოველდღე. შეამცირეთ ტკბილეულის გამოყენება, მისი მირთმევა შეიძლება მხოლოდ კვირაში ორჯერ. მოერიდეთ სწრაფი კვების პროდუქტებს, ძილის წინ ვახშმობას. შემოდგომით სასურველია იკვებოთ 3-5-ჯერ დღეში და საკვების მეტი რაოდენობა დღის პირველ ნახევარზე უნდა მოდიოდეს.

ორგანიზმში  ცხიმის წვას ხელს უწყობს სხვადასხვა სანელებლისგან მომზადებული საკვები და სასმელი, რომლებსაც აქვს ასევე ანტისეპტიკური მოქმედება ( წითელი ცხარე წიწაკა, შავი პილპილი, მდოგვი, მიხაკი, კოჭა, დარიჩინი. კარგი განწყობისათვის რეგულარულად მიირთვით ამინომჟავა ტრიფტოფანის შემცველი პროდუქტები. ქათმის ხორცი, საქონლის მჭლე ხორცი, მოლუსკები და ფაფეულისთვის განკუთვნილი მარცვლეული შეიცავენ ამინომჟავა ტრიფტოფანს, ის ასევე ხელს უწყობს სეროტონინის წარმოქმნას ორგანიზმში,  რომელიც ” ბედნიერების ჰორმონის ” სახელითაა ცნობილი. ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმ მხრივ, რომ ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი სეროტონინის სწორად ათვისებისთვის ფაფეულისთვის განკუთვნილი მარცვლეული უნდა მიირთვათ ისეთ პროდუქტებთან, რომლებიც მდიდარია ცილებით.

არ არის აუცილებელი საკუთარ თავს აუკრძალოთ  საყვარელი კერძი, დეპრესიას თავი რომ აარიდოთ გამოიყენეთ შემოდგომით თქვენი საყვარელი პროდუქტებიდან ისინი, რომლებიც ორგანიზმისთვის სასარგებლოა. სწორად შედგენილი რაციონი ნამდვილად დაგეხმარებათ დეპრესიული და სტრესული მდგომარეობის დაძლევაში. ყურადღება მიაქციეთ რით იკვებებით და მიეცით საშუალება საკუთარ თავს, რომ ყოველი დილა იწყებოდეს ღიმილით.

0 FacebookEmail
previous post
როგორ დავიკლოთ წონაში წელიწადის ცივ დროს
next post
როგორ დავიკლოთ თვეში 6 – 7 კილოგრამი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

Related Articles

აირჩიეთ ერთ-ერთი ფიფქია და გაიგეთ რა სიურპრიზებია მოსალოდნელი...

დეკემბერი 31, 2022

აირჩიეთ საშობაო ბარათი და გაიგეთ რა გელით 2023...

დეკემბერი 23, 2022

რას მოგვიტანს 2023 – წყლის ლურ­ჯი კურდღლის წელი...

დეკემბერი 5, 2022

გაჩვენებთ, თუ როგორ გავახანგრძლივოთ სანთლის წვა. 👇

ნოემბერი 1, 2022

არ ველოდი, რომ დროთა განმავლობაში ჩარჩოები ასე გაყვითლდებოდა....

ოქტომბერი 30, 2022

ამ პრობლემას ვერაფრით ვუმკლავდებოდი, დედამთილმა ეს 2 წუთში...

ოქტომბერი 30, 2022

კვერცხი მაცივრის გარეშე ზაფხულშიც კი ინახება. ბელგიელმა მეგობარმა...

ოქტომბერი 28, 2022

დაღესტანში ახლობლები მოვინახულე და გავიგე რატომ ინახება მათი...

ოქტომბერი 25, 2022

გამოიყენეთ ეს პატარა ხრიკი და თქვენი კერძი მუდამ...

ოქტომბერი 21, 2022

დაიწყეთ თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესება დღესვე! ოქტომბრიდან მარტამდე დღეში...

ოქტომბერი 21, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ოცი წელია ამ რეცეპტით ვაცხობ. ცხვება სწრაფად, მისი არომატი კი დიდხანს რჩება ჩემს სამზარეულოში!

  • 2

    სვით ეს სასმელი დღეში ორჯერ მთელი კვირის განმავლობაში ქოლესტერინის, თირკმლების დეტოქსიკაციისთვის და სახსრების სამკურნალოდ და ასევე მოიშორეთ დაკიდებული მუცელი!

  • 3

    ვურჩევ ყველას: მიირთვით ეს სალათი კვირაში ორჯერ მაგარი ძვლებისთვის და კარგი მხედველობისთვის!

  • 4

    აი ასე გამოიყურება ნამდვილი შედედებული რძე. გაგიკვირდებათ და მხოლოდ 10 წუთი დამჭირდა…

  • 5

    ის ყოველდღე სახეს კარტოფილის ნაჭრებით იწმენდს, გამიკვირდა მიზეზი რომ გავიგე.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC | horoskopi

  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა