როგორ დავიკლოთ წონაში წელიწადის ცივ დროს

by ekaterine

შემოდგომაზე აუცილებელია ვიზრუნოთ იმუნიტეტის ამაღლებაზე, რადგან ამ პერიოდში თავს იჩენს ბევრი ვირუსული და ინფექციური დაავადება, ორგანიზმი განიცდის მზის ენერგიის და ვიტამინების ნაკლებობას. ამისათვის უნდა გადავიდეთ შესაბამის კვების რეჟიმზე და მომავალ ზაფხულამდე დავემშვიდობოთ საზაფხულო კვების რეჟიმს.

ცივი დღეები მოქმედებს ადამიანის განწყობაზეც, გრძნობს მუდმივ დაღლილობას, უძილობას, ყველაფერი ზედმეტ კოლოგრამებზე აისახება, რაც უფრო გვიფუჭებს ხასიათს.

არსებობს მრავალი გზა, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა უარყოფით მდგომარეობა, რაც იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და წონის მატებას.

აქტიურობა და სიცოცხლის ხალისი რომ შევინარჩუნოთ, საჭიროა სწორად ვიკვებოთ. დიეტის გარეშეც შეგვიძლია გადავარჩინოთ ორგანიზმი ზედმეტი კოლოგრამებისგან.

შემოდგომით აუცილებელია მეტი წვნიანების მიღება, მაგალითად გოგრის წვნიანი გაგათავისუფლებთ ზედმეტი წონისგან და ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის.    მართალია კარტოფილი მაღალკალორიულად ითვლება, მაგრამ ის შეიცავს უამრავ მიკრო და მაკროელემენტებს, მჟავებს, ვიტამინებს, მისგან მომზადებული საკვები აწესრიგებს მეტაბოლიზმს, არ ვნებს ფიგურას.

შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ ორი ფინჯანი ცხელი ასკილის ჩაი, გვირილის ან მწვანე ჩაი. უზმოზე კარგია 1 ჩ/კ. ნატურალური თაფლის მიღება.

სიცივეში მიირთვით ისეთი პროდუქტები, რომლებიც მდიდარია D3 ვიტამინით ( კვერცხის გული, კარაქი, საქ. ღვიძლი, ქაშაყი და სხვა. ) ხორცი ჩაანაცვლეთ თევზით, ცხოველური ცხიმები – მცენარეული ცხიმებით. დღის რაციონში ჩართეთ 40 გრ. თხილეული ყოველდღე. შეამცირეთ ტკბილეულის გამოყენება, მისი მირთმევა შეიძლება მხოლოდ კვირაში ორჯერ. მოერიდეთ სწრაფი კვების პროდუქტებს, ძილის წინ ვახშმობას.

შემოდგომით სასურველია იკვებოთ 3-5-ჯერ დღეში და საკვების მეტი რაოდენობა დღის პირველ ნახევარზე უნდა მოდიოდეს.    ორგანიზმში  ცხიმის წვას ხელს უწყობს სხვადასხვა სანელებლისგან მომზადებული საკვები და სასმელი, რომლებსაც აქვს ასევე ანტისეპტიკური მოქმედება ( წითელი ცხარე წიწაკა, შავი პილპილი, მდოგვი, მიხაკი, დარიჩინი, კოჭა ).

კარგი განწყობისათვის რეგულარულად მიირთვით ამინომჟავა ტრიფტოფანის შემცველი პროდუქტები. ქათმის ხორცი, საქონლის მჭლე ხორცი, მოლუსკები და ფაფეულისთვის განკუთვნილი მარცვლეული შეიცავენ ამინომჟავა ტრიტოფანს, რომელიც ასევე ხელს უწყობს სეროტონინის წარმოქმნას ორგანიზმში,  რომელიც ” ბედნიერების ჰორმონის ” სახელითაა ცნობილი. ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმ მხრივ, რომ ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი სეროტონინის სწორად ათვისებისთვის ფაფეულისთვის განკუთვნილი მარცვლეული უნდა მიირთვათ ისეთ პროდუქტებთან, რომლებიც მდიდარია ცილებით. არ არის აუცილებელი საკუთარ თავს აუკრძალოთ  საყვარელი კერძი, დეპრესიას თავი რომ აარიდოთ გამოიყენეთ შემოდგომით თქვენი საყვარელი პროდუქტებიდან ის პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმისთვის სასარგებლოა.

სწორად შედგენილი რაციონი ნამდვილად დაგეხმარებათ დეპრესიული და სტრესული მდგომარეობის დაძლევაში. ყურადღება მიაქციეთ რით იკვებებით და მიეცით საშუალება საკუთარ თავს, რომ ყოველი დილა იწყებოდეს ღიმილით!

 

Related Articles