არასაკმარისი ძილი, ცუდი ამინდი, წინა დღით მირთმეული ცხიმიანი საკვები ან სხვა მიზეზი მაშინვე გამოიხატება ჩვენს სახეზე, ჩნდება სახეზე გამონაყარი, შეშუპება, მუქი წრეები თვალის გარშემო. შეიძლება ისიც, რომ ამ ყველაფრის მიზეზი იყოს არა გარე ფაქტორი, არამედ რაიმე სერიოზული პრობლემა ჯანმრთელობის მხრივ. ერთი შეხედვით თმის, კანის, ფრჩხილების და მოძრაობის მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომელიმე დაავადების საფრთხეზე.
ყველა დაავადება კვალს ტოვებს ადამიანის სახეზე. ჩვენს დროში არსებობს კომპიუტერული გამოკვლევები, რომლებიც 70%-იანი სიზუსტით ადგენს ამა თუ იმ დაავადებას, მათ შორის იშვიათ გენეტიკურ სინდრომებს. ასეთი პროგრამები სახეს წარმოადგენს სქემის სახით. სქემაზე აღნიშნული წერტილებით შეგვიძლია მივიღოთ შინაგანი ორგანოების მონაცემთა ბაზის ინფორმაცია. კრიტიკულ სიტუაციებში ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი დაავადების მკურნალობა გაადვილდება.
სახეზე მომოყვითალო ფერი მეტყველებს თირკმელების დაავადებებზე, მონაცრისფრო-გულის, მოლურჯო ფერი-ახასიათებს ანემიას ან ფილტვების დაავადებებს.
წითელი სახე შეიძლება სხვადასხვა კანის დაავადების ან ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის მიზეზი იყოს.
მოყვითალო კანი, თხელი თმა, შემცირებული ზომის ფარისებრი ჯირკვალი ჰიპოთირეოზის მანიშნებელია, როცა სისხლში ჰორმონის ნაკლებობაა.
სახეზე გამონაყარის მიხედვით შეიძლება დავხატოთ დაავადებების რუკა. გამონაყარი შუბლზე-წვრილი ნაწლავების, ზედა ტუჩზე და ღაწვებზე-მსხვილი ნაწლავების, ცხვირზე-ნაღვლის ბუშტის დაავადებების მიზეზია. თუ გამონაყარი ჩნდება ნიკაპზე მიმართეთ გინეკოლოგს.
წარბებს შორის ღრმა ნაოჭი იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ატარებს რაიმე ქრონიკულ დაავადებას. წვრილი ნაოჭები თუ მას თან ახლავს თვალის ქვეშ მუქი წრეები, თირკმელების გადატვირთვის მიზეზია.
პერიოდულად ტუჩების სილურჯე მიგვანიშნებს გულის დაავადებებზე, თუ ამას შეამჩნევთ მიმართეთ ექიმს. უფერო და თეთრი ტუჩები- ანემიის, სისხლის მიმოქცევის, ყავისფერი ლაქები- ჭიების, დამსკდარი ტუჩები კი კუჭ-ნაწლავის მოშლის მანიშნებელია.
ცხვირზე გამოკვეთილი სისხლძარღვები ჩნდება გულის დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის, მოლურჯო-მოწითალო ცხვირი-დაბალი არტერიული წნევის დროს. ცხვირის პერიოდული ან მუდმივი წითელი ფერი კიდევ მიუთითებს კუჭის ქრონიკულ დაავადებებზე, ფილტვების დაავადებებს ახასიათებთ უფერი და სქელი ნესტოები.
თვალის სიწითლე ქრონიკული დაღლილობის, სიყვითლე-თირკმელების დაავადების სიგნალია. თვალების გარშემო ღია ვარდისფერი შეფერილობა შეიძლება ნაღვლის ბუშტის, პროსტატის დაავადების მიზეზი იყოს. ასევე ამ დაავადებებზე მიანიშნებს ჩაშავებული და ჩამოსიებული თვალის უპეები. წამწამების ცვენა დაქვეითებული იმუნიტეტის, ვიტამინების ნაკლებობის სიგნალია. წყლიანი თვალები, შეშუპებული ქუთუთოები, გაფართოებული გუგები შეიძლება გამოწვეული იყოს ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქივობით-ჰიპერთირეოზით.
ადამიანის ენის ფერის და ფორმის შეცვლა ხდება რომელიმე დაავადების დროს. ენაზე ნადები არც თუ სახარბიელო ჯანმრთელობაზე მეტყველებს, რაც უფრო მეტია ნადები, მით რთულადაა ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ ნადები მოიცავს ენის სიღრმეს, საქმე გვაქვს კუჭ-ნაწლავის მაშლასთან, ენის წვერზე ან გვერდებზე ნადები კი დაავადების მსუბუქ ფორმაზე მიგვანიშნებს. წითელი ან მოცისფრო-იისფერი ენის წვერი გვაფრთხილებს გულის მუშაობის შესუსტებაზე. არათანაბარი ენის წვერი-კისრის ოსტეოქონდროზის, გვერდები კი წელის ოსტეოქონდროზის მანიშნებელია.
დასერილი ენის ზედაპირი გვაფრთხილებს თირკმელების და ნაღვლის ბუშტის პრობლემებზე, მეტაბოლიზმის და ჰორმონალური დისბალანსის მოშლაზე. სიყვითლე ენის მარჯვენა მხარეს-თირკმელების და ნაღვლის ბუშტის, მარცხნივ ან შუაში-ელენთის ფუნქციის მოშლის სიგნალია.
სხვადასხვა დაავადება სიარულის მანერებშიც ამოიცნობა.
კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს მხრები წინ წამოწეულია, თითქოს ნეკნებს და მუცელს იცავს, თავი ოდნავ აწეულია, ხელი კი ხშირად მიგვაქვს მუცელთან.
ართროზის, ართრიტის დროს თითქოს ადამიანი პროთეზირებულია, არ შეუძლია მუხლის მოხრა, დგამს პატარა ნაბიჯებს.
შაკიკის დროს ადამიანს ფრთხილად უჭირავს თავი, არ შეუძლია მოატრიალოს კისერი, ამიტომ მთელი სხეულით ბრუნდება.
ვეგეტატიური დისტონიის, წნევის დროს ადამიანს არ შეუძლია სწორად მოძრაობა, თითქოს თავს ვერ იჭერს.
პოდაგრის და პოლიართრიტის დროს ადამიანი თითქოს ცხელ ნემსებზე დგას.
რომელიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ნუ ეცდებით თავად დასვათ დიაგნოზი და ჩაიტაროთ მკურნალობა. თუ რაიმე ცვლილებას შენიშნავთ მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ შესაბამისი მკურნალობა.