წონის დასაკარგად საჭიროა საკვების მიღება დახარჯული ენერგიის შესაბამისად. კალორიის დეფიციტი იწვევს წონის დაკარგვას. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკვების შემცირება, არამედ მისი კვებითი ღირებულების შენარჩუნება. სხეული, თუნდაც წონის დაკარგვის დროს, საჭიროებს პროტეინებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებსა და მინერალებს ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
დიეტის დროს დღიური კალორაჟი უნდა შეადგენდეს 1400 კალორიას. ასეთი მენიუ ითვლება ოპტიმალურად გახდომისთვის და საფრთხეს არ უქმნის ჯანმრთელობას.
გთავაზობთ ორდღიან სრულად დაბალანსებულ დიეტის მაგალითებს. ეს განკუთვნილია მათთვის, ვინც სახლში ამზადებს და მიირთმევს.
პირველი დღე:
საუზმე: 30 გრ. შვრიის ფაფა, 25 გრ. უცხიმო ხაჭო ან ყველი, 1 ნაჭერი ხორბლის პური(დაახლ. 30 გრ.), 1 კვერცხი. შვრიის მომზადებისას ვითვლით მშრალი პროდუქტის მასას.
წახემსება: 100 გრ. უშაქრო იოგურტი, 30 გრ. ნებისმიერი თხილეული.
სადილი: 150 გრ. წიწიბურა, 200 გრ. ქათმის ფილე მოხარშული, 200 გრ. ბოსტნეული მოხარშული ან სალათის სახით, ცოტაოდენი ზეთი.
მეორე წახემსება: 1 ვაშლი, 25 გრ. ნაკლებცხიმიანი ყველი, 1 ნაჭერი პური.
ვახშამი: 150 გრ. უცხიმო ხაჭო.
მეორე დღე:
საუზმე: 200 გრ. ხაჭოს ბლინები( ხაჭოს + 2 ს/კ ბრინჯის ფქვილი) შემწვარი ზეთში, 1 კვერცხი.
წახემსება: 150 გრ. ხილის სალათი
სადილი: 200 გრ. მოხარშული ბრინჯი, 150 გრ. ნებისმიერი თევზი.
მეორე წახემსება: 150 გრ. იოგურტი, 1 ნაჭერი პური.
ვახშამი: 200 გრ. ბოსტნეულის სალათი მზესუმზირის ზეთით, 150 გრ. ქათამი.
შეგიძლიათ ასე იკვებოთ ერთი თვის განმავლობაში. შეიძლება პროდუქტების შეცვლა, მაგრამ 1400 კალორიას არ უნდა გადააჭარბოთ.
აუცილებელია ერთსადაიმავე დროს კვება და ერთნაირი ინტერვალებით. ასე ორგანიზმი შიმშილს არ იგრძნობს და მცირედითაც დაკმაყოფილდება.
დღის განმავლობაში მიიღეთ 2 ლიტრი წყალი და მწვანე ჩაი. ნებისმიერი ტკბილი სასმელი არის დამატებით მიღებული კალორია, რომელიც უნდა დაითვალოს.
სწორი კვება სასიამოვნოა. ორგანიზმი ინარჩუნებს ჯანმრთელობას და სარკეში ჩახედვისას კმაყოფილი დარჩებით.