თეთრი წინდები და მაისურები ნათელი და ელეგანტურია, ისინი ძალიან შესაფერისია ახალგაზრდებისთვის. ძალიან კარგია წვეულებაზე თეთრი პერანგის ან მაისურის ჩაცმა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისე გაირეცხება, რომ თოვლივით ქათქათებდეს. ეს ეხება ბავშვის თეთრეულს, რომელზეც ჭუჭყთან ერთად შეიძლება ლაქებიც იყოს. ქიმიური საშუალებები რაც არ უნდა ეფექტური იყოს, აფუჭებს ქსოვილს. შეიძლება გამოვიყენოთ მარტივი ხალხური საშუალებები, რომლებიც მეტად ეფექტურია და ქსოვილსაც დავიცავთ დაზიანებისგან.
ბორის მჟავას შეძენა შეიძლება აფთიაქებში. ქსოვილში შეღწევისას ის ძველ, ღრმად ჩამჯდარ ლაქებსაც აშორებს.
დაგჭირდებათ:
20 გ ბორის მჟავა
10 ლიტრი წყალი
10 ლიტრ წყალში დაამატეთ ბორის მჟავას 2 პაკეტი (10 გრ).
კარგად გახსენით და 2 საათით ჩაალბეთ შიგ დაბინძურებული თეთრეული. 2 საათის შემდეგ გარეცხეთ.
გათეთრება კალიუმის პერმანგანატის ფხვნილის და სარეცხი ფხვნილის დახმარებით
სარეცხი ფხვნილი 200 გრ
10 ლიტრი წყალი
რამდენიმე კრისტალური კალიუმის პერმანგანატი(მარგანცოვკა)
ერთ ვედრო ცხელ წყალში ჩავასხათ ერთი ჭიქა მოვარდისფრო კალიუმის პერმანგანატიანი ხსნარი. კრისტალები ბოლომდე გახსენით, რომ ტანსაცმელი არ დალაქავდეს. მოათავსეთ წყალში უკვე გარეცხილი თეთრეული. მჭიდრით დააფარეთ ვედროს, რომელშიც თეთრეულია და დააცადეთ გაციებამდე. შემდეგ საფუძვლიანად გაავლეთ სუფთა წყალში.