განტვირთვის დღეებს უნდა მიმართოს პერიოდულად ყველამ, მიუხადავად იმისა, აწუხებს თუ არა ზედმეტი წონა.
დაბალანსებული კვება დღესდღეობით ეს არის ჯანსაღი კვების ყოველდღიური გამოყენება და სრული ან ნაწილობრივი შიმშილის მოკლე პერიოდი. თუ კვირაში ორჯერ რაციონს შეამცირებთ 500 კკალორიით, წონაში ც დაიკლებთ და ჯანმრთელობასაც გაიუმჯობესებთ.
შემოგთავაზებთ განტვირთვის დღეების 8 ვარიანტს და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი.
თქვენ დაგჭირდებათ 300 გრ სტაფილო, 300 გრ მოხარშული ჭარხალი, 2 კვერცხი და 1 ს/კ. მცენარეული ზეთი.
- გახეხეთ ბოსტნეული, დაჭერით კვერცხი, აურიეთ და მოასხით ზეთი, შეგიძლიათ ლიმონის წვენიც დაუმატოთ. მიირთვით მთელი დღის მანძილზე 5 მიღებაზე.
2. დაჭერით 1,5 კგ. კიტრი და აურიეთ 1 კონა მწვანილთან ერთად. გაყავით 5 ნაწილად და მიირთვით 5-ჯერ.
3. საუზმე-ფინჯანი ყავა და 100 გრ. ყველი, სადილი- 2 მოხარშული კვერცხი და 1 ფინჯანი ჩაი, ვახშამი -200 გრ. ყველი და ჩაი.
4. 150 გრ. ბრინჯი გარეცხეთ რამოდენიმეჯერ და მოხარშეთ წყალში. მიირთვით 3-ჯერ მთელი დღის მანძილზე. შეგიძლიათ წაიხემსოთ სტაფილოთი, ბულგარული წიწაკით ან ვაშლით.
5. საუზმე – 100 გრ. ყველი ფინჯან ყავასთან ერთად, სადილი – 2 ცალი მოხარშული კვერცხი 100 გრ. მოხარშულ ქათმის ხორცთან ერთად, ძილიი წინ მიირთვით ერთი ჭიქა კეფირი.
6. მთელი დღის მანძილზე მიირთვით 1,5 კგ. ხილი, ბანანის გარდა. შეგიძლიათ ნახევარი მიირთვათ ნედლი სახით, ნახევარი – შემწვარი ან მოხარშული დარიჩინით და თაფლით.
7. საღამოს ერთ ჭიქა წიწიბურას დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ ბურღულს 2 სმ-ით ასცდეს. დილით შეურიეთ 1,5 ლ. კეფირი და 5 მიღებაზე გაანაწილეთ დღის განმავლობაში.
8. ასეთი შიმშილის დღე შესანიშნავად წმენდს ნაწლავებს და აწესრიგებს მის მუშაობას. იგი ძალიან მარტივია! დღის განმავლობაში, ნებადართულია 1.5 ლიტრი უცხიმო კეფირი.
ყოველი განტვირთვის დღე სასარგებლოდ მოქმედებს სხეულზე, წმენდს კანს, კუჭ-ნაწლავს. მცუბუქი რაციონით ორგანიზმს აჩვევს ნაკლებკალორიულ კვების რეჟიმს.