შემოდგომა – ზამთარი ბევრისთვის ეს არის – პერიოდი გაციების, იმუნიტეტის დაქვეითების, დეპრესიის, ძალების დაკარგვის და წონის მატების. სწორედ ამ პერიოდშია საუკეთესო ორგანიზმის გაწმენდა.
ადამიანები, რომლებიც იყენებენ დეტოქს-დიეტებს, არა მარტო საუკეთესოდ გამოიყურებიან, არამედ შინაგანად გრძნობენ თავს არაჩვეულებრივად. დეტოქსიკაცია საშუალებას გაძლევთ გაიწმინდოთ კანი, გააუმჯობესოთ შრომისუნარიანობა, მოიცილოთ ზედმეტი კოლოგრამები.
ბევრი დეტოქსიური დიეტი არსებობს. ერთ-ერთია დეტოქსიკაცია ხილით და ბოსტნეულით. ეს არის ბევრად კეთილგანწყობილი ვარიანტი, ვიდრე დეტოქსიკაცია სუფთა წყლით.
დეტოქსიკაციის პროდუქტები:
გოგრა, ჭარხალი, ვაშლი, კომბოსტო, ტკბილი წიწაკა, ხახვი, ნიორი, შავი ქლიავი.
გთავაზობთ სამდღიან დეტოქს-დიეტას.
შესაძლებელია ასევე ყოველ დილით, უზმოზე ლიმონიანი წყალი და ყოველი ჭამის წინ ერთი ჭიქა სუფთა წყალი.
პირველი დღე
საუზმე: წყალზე მოხარშული შვრიის ფაფა.
სადილი: გოგრის სუპ – პიურე.
სამხარი: გახეხილი ვაშლის და კომბოსტოს სალათი.
ვახშამი: მოხარშული კვერცხი, ერთი ჭიქა მწვანე ჩაი შაქრის გარეშე.
მეორე დღე
საუზმე: სალათი მზადდება ბოსტნეულით, ახალი მწვანილით და ვაშლით.
სადილი: ბოსტნეულის სუპი სტაფილოთი და ნიახურით.
სამხარი: მოხარშული ქათმის მკერდი, ბოსტნეულის გარნირით.
ვახშამი: ბროწეულის წვენი.
მესამე დღე
საუზმე: ტკბილი წიწაკის, კიტრის და ოხრახუშის სალათი.
სადილი: მოხარშული ყავისფერი ბრინჯი, ნებისმიერი მოხარშული ბოსტნეულით.
სამხარი: მოხარშული ჭარხლის სალათი და ახალი კომბოსტო.
ვახშამი: გამომცხვარი ვაშლი.
დიეტის პერიოდის დასრულების შემდეგ თანდათანობით დაამატეთ რაციონში უცხიმო პროტეინიანი საკვები, მცირე რაოდენობით მარილი და სანელებლები და ნელ-ნელა დაბრუნდებით თქვენს ჩვეულ კვების რეჟიმს.