მოქნილობა ახალგაზრდობაა. რაც უფრო იზრდები, მით უფრო მეტად კარგავენ ელასტიურობას კუნთები და მოძრაობის დიაპაზონი მნიშვნელოვნად მცირდება.
ამასთან, ყოველდღიურ ვარჯიშს შეუძლია მკვეთრად შეცვალოს ეს სიტუაცია. გარდა ამისა, დილის ასეთი ვარჯიში შესანიშნავად მოქმედებს ძილიანობაზე და ჰმატებს ენერგიას!
დილის ვარჯიშები ქალბატონებისთვის
რატომ უნდა გავაკეთიოთ დილით წელვადი ვარჯიშები
ეს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. გაჭიმვა აჩქარებს სისხლის მიმოქცევას და ათავისუფლებს ღამის კრუნჩხვებს. ასევე, ვარჯიშები ასტიმულირებს ჟანგბადის მიმოქცევის გაუმჯობესებას კუნთების ყველა ქსოვილში, აგრეთვე ორგანოებსა და სისტემებში.
სხეულის გარკვეული ნაწილის დაჭიმვით, თქვენ აუმჯობესებთ ტვინის მუშაობას და ზრდით კონცენტრაციას. გარდა ამისა, გაჭიმვა ასტიმულირებს ენდორფინების წარმოებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სტრესსა და შფოთვასთან ბრძოლაში.
კუნთების დაჭიმვისას, თქვენ არა მხოლოდ დაეხმარებით თქვენს სხეულს გაღვიძებაში, არამედ აღადგენთ სისხლის ნაკადის მოძრაობას. ფაქტია, რომ ძილის შემდეგ, დისკის გარშემო სითხის რაოდენობა იზრდება და შეიძლება მნიშვნელოვანი დისკომფორტი იგრძნოთ.
დღეს ჩვენ გაჩვენებთ რამდენიმე სწრაფ, მაგრამ ძალზე ეფექტურ გაწელვას, რომლის გაკეთება სასურველია მინიმუმ 5-6 წუთის შემდეგ გაღვიძებიდან.
გაჭიმვა თავი ქვევით
ამ გაჭიმვისთვის საჭიროა გარკვეული მომზადება, მაგრამ დროთა განმავლობაში თქვენ შეძლებთ მის სრულად შესრულებას. ამის შესასრულებლად თქვენ უნდა დადგეთ სწორად, გაშალეთი ფეხები მხრის სიგანეზე. ამის შემდეგ, ეცადეთ ნელა გაჭიმოთ მკლავები იატაკისკენ, თანდათანობით მოხარეთ ზურგი. თქვენი მიზანია, ხელებით შეეხოთ იატაკს.
სავარაუდოდ, პირველად ამას ვერ შესძლებთ, მაგრამ თანდათანობით შეეცადეთ ეს ვარჯიში აუცილებლად ყოველ დილით შეასრულოთ, მითუმეტეს 50 წლის ზევით თუ ბრძანდებით. ამ დროს იჭიმება ბარძაყის უკანა კუნთები.
ზურგის და ფეხების გაჭიმვა
ამ მონაკვეთის გასაკეთებლად, იჯექით იატაკზე და გაჭიმეთ ფეხები წინ. ამ სავარჯიშოში თქვენი მიზანია, რომ შემოხვიოთ მკლავები თქვენი ფეხის გგულებს. არავითარ შემთხვევაში არ სთხოვოთ ვინმეს დახმარება. აქ მთავარია დასვენება და თანდათანობა. მხოლოდ ამ სავარჯიშოს მშვიდად შესრულებით ის მოუტანს თქვენს სხეულს ნამდვილ სარგებელს.
ერთი ფეხი მაღლა ასწიეთ
ამ ვარჯიშის შესასრულებლად, მარცხენა ხელით იატაკზე დაეყრდენით და მარჯვენა ფეხი ასწიეთ, მარჯვენა ხელით დაიკავეთ მაღლა აწეული ფეხი.
ეს სავარჯიშო სრულყოფილად ავითარებს წონასწორობის გრძნობას და ხელს უწყობს კონცენტრაციის მატებას. ეფექტურობა გაიზრდება მთელი დღის განმავლობაში!
ეს ვარჯიშები არა მხოლოდ სრულყოფილად ჭიმავს ზურგის და ფეხების კუნთებს, არამედ ასევე კარგ გავლენას ახდენს ქალის ჯანმრთელობაზე. ეს საუკეთესო დილის ვარჯიშია ნებისმიერი ასაკის ქალებისთვის.
გაჭიმვა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სახსრების გაჯანსაღებას და კუნთების დაძაბულობის განმუხტვას, არამედ შფოთვისგან განთავისუფლებას და კარგ გუნება0განწყობას. ამიტომ ხშირად რეკომენდებულია ოფისის მუშაკებისთვის, რომლებიც დიდ დროს ატარებენ მჯდომარე მდგომარეობაში.
მაგრამ კარგი განწყობისთვის, შეეცადეთ არა მხოლოდ ვარჯიშების შესრულება, არამედ მოიწყვეთ პატარა გაზაფხული თქვენს ბინაში. თქვენი გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობის ყოვლისმომცველმა ზრუნვამ შეიძლება გამოიწვიოს დამაკმაყოფილებელი შედეგი და გააუმჯობესოს თქვენი ცხოვრების ხარისხი.