692
ვარდი შესანიშნავი მკურნალია. მისი მოხმარება ყველას შეუძლია, ვარდის ეთერზეთი ადამიანის გულის მუშაობაზე სასიკეთოდ აისახება – სისხლძარღვების სპაზმს ხსნის, გულის კუნთს ამაგრებს, ატონიზირებს.
ვარდის ქორფა ფურცლები დააქუცმაცეთ. 2 სუფრის კოვზ ფურცელს 300 გრამი თაფლი დაასხით და 5-6 დღე დადგით. ამ დროის განმავლობაში ვარდის ფურცლებში არსებული სამკურნალო ნივთიერებები თაფლში გადავა. 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში მიიღეთ(დილით – აუცილებლად უზმოზე, ხოლო სადილსა და ვახშამზე ჭამამდე ნახევარი საათით ადრე).
ვარდის სასმელი:
ვარდის 20 ფურცელს 2 ჭიქა მდუღარე დაასხით, 12 საათი დადგით. 200 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ.