2.1K
კარტოფილს უნიკალური კოსმეტიკური თვისებები აქვს: კანზე გაღიზიანებას აქრობს, ათეთრებს, ჭიმავს.
ლოსიონი გაღიზიანებული კანისთვის:
მშრალი, მგრძნობიარე კანი კარტოფილის წვენში დასველებული ტამპონით გაიწმინდეთ.
ლიფტინგი დაღლილი კანისთვის:
ის კანს შესანიშნავად წმენდს და ჭიმავს, ნაოჭებს ასწორებს. თბილი თხევადი პიურე სახესა და ყელზე დაიდეთ. უნდა გაცივდეს და გახმეს. 20-30 წუთის შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით.
მათეთრებელი ნიღაბი:
ერთი კარტოფილი გახეხეთ, რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი და 1 ს/კ. რძე დაუმატეთ. აურიეთ და თბილი სახით სახესა და ყელზე დაიდეთ. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.