არსებობს მთელი რიგი მეთოდები, რომლითაც ჯემი იდეალური გამოვა არა მხოლოდ მისი გემოვნებით, არამედ იმით, რომ შეინარჩუნოს ყველა ვიტამინები და სასარგებლო ელემენტები, რომლებიც აუცილებელია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.
როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად მურაბა
1 საუკეთესო ჯემი მზადდება მხოლოდ მწიფე, სუფთა და მთელი კენკრისა და ხილისგან. ხილი არ უნდა იყოს ჭიანი. უმჯობესია არ აჰყვეთ ცდუნებას და არ შეიძინოთ იაფად შელახული ხილი.
2 იმისათვის, რომ ნაყოფი რეცხვისას არ დაზიანდეს, აავსეთ ნიჟარა წყლით და დაალბეთ მასში ხილი, თან ხელით ნაზად მოურიეთ. შემდეგ გაუშვით წყალი.
3 გარეცხვის შემდეგ შეგიძლიათ გამოაცალოთ კურკა და მოაცილოთ ხილს ყუნწები. გარეცხვამდე ამის გაკეთება არ შეიძლება.
4 მურაბის ხარშვისას ერთ-ერთი უმთავრესი ნიუანსი – შაქარია. დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ხილს ერთი რაოდენობის შაქარი არ ჭირდება – გააჩნია, რამდენად ტკბილი ან მჟავეა ხილი. შეგიძლიათ არეგულიროთ შაქარი სურვილისამებრ, მაგრამ იცოდეთ, რომ ზედმეტი თუ მოგივიდათ, შესაძლოა მურაბა ჩაშაქრდეს.
5 გემოს გასამდიდრებლად შეგიძლიათ დაამატოთ სანელებლები. ჟოლოს უხდება ვანილი, მსხალს კარდამონი და ვარდისფერი ბარდა, ქლიავს-კაკაო.
6 ჭურჭელი. ჩვენი ბებიები მურაბას ლითონის ჭურჭელში ხარშვდნენ, მაგრამ ლითონის ჭურჭელში მოხარშული ხილი კარგავს სასარგებლო თვისებებს. საუკეთესო მურაბის მოსახარშად კარგია უჟანგავი ლითონის და ემალის ჭურჭელი.
მურაბა რომ არ მიგეწვათ, გამოიყენეთ გამანაწილებელი.
7 ხარშვა. გაცხელებისას ხილისა და შაქრის მასა ქაფდება. ამ დროს დაუკელით ცეცხლს და ფრთხილად მოურიეთ, ქაფი მოხადეთ და მოათავსეთ ცალკე ჭურჭელში: ის ისეთი გემრიელია!
8 მარტივი გზა იმის შესამოწმებლად, მურაბა მზად არის თუ არა. გადმოიღეთ თეფშზე მურაბის წვენი, გააციეთ მაცივარში 5 წუთი და გაუსვით ჩაის კოვზი. თუ სიროფი არ შეერთდება და ფორმას ინარჩუნებს, მურაბა მზად არის.
9 არ გაავსოთ ქილები პირამდე მურაბით: დატოვეთ 1-1,5 სმ.
10 იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ დაობება ან მურაბის ამჟავება, ქილებს ჯერ პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ, შემდეგ კი მოუჭირეთ თავსახური.
სწორად მოხარშული მურაბა ინახება 3 წლის განმავლობაში.