ჭამეთ და გახდით. ეს საკვები თქვენს მენიუს მრავალფეროვნებას შესძენს. ყველას უყვარს წახემსება, მაგრამ ყველა პროდუქტი არ არის სასარგებლო და დაბალკალორიული. ხშირად გასუქებას იწვევს კვებასა და კვებას შორის წახემსება. ფიგურის შესანარჩუნებლად და თვითკმაყოფილებისთვის აირჩიეთ ჯანსაღი საკვები. როგორი გზით შეიძლება საკვებმა დაწვას ცხიმი? სწორი წახემსება კარგ გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე. ჯანსაღი საკვები ეხმარება ორგანიზმს შეინარჩუნოს მეტაბოლიზმის მაღალი დონე, უნდა აიძულოს ორგანიზმი ენერგიის დასახარჯად გამოიყენოს ცხიმის მარაგი.
1.წახემსებისთვის საუკეთესოა ვაშლი.
2.ნუში – ცილების და ძვირფასი მიკროელემენტების წყაროა, მისი მაღალი ბოჭკოვანი შემცველობა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
3.კომბინირებული ცილის შემცველი საკვები – ვაშლი და უცხიმო რძე არაჩვეულებრივი გემოთი.
4.ავოკადო ხაჭოთი, სტანდარტული სენდვიჩის ორიგინალური შემცვლელია.
5.ოსპი
ბოსტნეულით და ლავაშით, საუკეთესო ვარიანტია ვეგეტარიანელებისთვის. ოსპი მდიდარია ცილებით და ამიტომ უგემრიელესია.
6.თუ წაიხემსებთ კრევეტებით, ეს ხაზს გაუსვამს თქვენს გემოვნებას, მიირთვით შესაბამისი სოუსით და მიწის თხილით.
7.კენკრის და იოგურტის კოქტეილი, შაქრის ნაცვლად თაფლით დაატკბეთ, ეს უფრო სასიამოვნოს გახდის.
8.გამომცხვარი მსხალი დარიჩინითა და ყველით. არომატული და ძალიან ნაზი დესერტია, კარგია ყავასთან ერთად.
9.ყველის და მწვანილის ტოფუ.
10.სოიო არის შესანიშნავი ცილოვანი პროდუქტი. სოიო სოუსით და ბოსტნეულით – დიეტური საკვებია. გემოვნებისთვის დაამატეთ ცოტა არაჟანი.
11.ქათმის თეთრი ხორცი ყველაზე ნოყიერი საკვებია წახემსებისთვის, არანაირი ცხიმი, მხოლოდ ცილას შეიცავს.
12.მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო თეთრი ლობიოთი და ნივრით.
13.ჭვავის პური მსხლით და ნიგვზით. კაკალი , ბანანის მსგავსად ზრდის სეროტონინის დონეს, მაგრამ დიეტის დროს დასაშვებია. ამიტომ ასეთი წახემსება არა მარტო გადაგარჩენთ გასუქებისგან, არამედ კარგ განწყობაზეც დაგაყენებთ.
14.ოსპის და ბოსტნეულის სალათი. შეგიძლიათ გამოიყენოთ პომიდორი, ბულგარული წიწაკა, სალათის ფოთლები, რაც თქვენ გესიამოვნებათ.
15.მექსიკური კერძი ლობიოთი, ბოსტნეულით და ტომატის სოუსით. ლობიო ცილოვანი პროდუქტია და დასაშვებია წახემსების დროს.
16.სატაცური კვერცხით, სატაცური შეიცავს ფოლიუმის მჟავას და ვიტამინ B6.
17.მწვანე ჩაი ლიმონით, კარგია თუ მიირთმევთ ცივს. შიმშილმა თუ შეგაწუხათ, ეს ყველაზე კარგი გამოსავალია.