ასეთი აეროზოლის დამზადება იოლია და თან ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს. სხვა აეროზოლებისგან განსხვავებით ის იქნება განსხვავებული და ორიგინალური.
მის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
პატარა ბოთლი
1-2 ჩ/კ ჟელატინი
1 ჩაის კოვზი გლიცერინი
წყალი
ნებისმიერი ეთერზეთის 5-6 წვეთი
ჰაერის დასატენიანებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ციტრუსის ეთერზეთი, სხვა შემთხვევაში – წიწვის ან პიტნის.
ჩაყარეთ ბოთლში ჟელატინი, დაასხით წყალი და დაელოდეთ მის გახსნას. დაამატეთ გლიცერინი და ეთერზეთი, კარგად უნდა აირიოს ყველაფერი ერთმანეთში და შედგით 20 წუთით მაცივარში. გაციებული არომატული ნარევი იქცევა ჟელატინად, რომელიც ადვილად შეიძლება მოვათავსოთ ლამაზ ქილაში. ჩვეულებრივი ქიმიური აეროზოლებისგან განსხვავებით უკეთესი სუნი აქვს და ანტიალერგიულია და რაც მთავარია, თქვენი ხელით დამზადებულია, რაც უფრო აღგაფრღოვანებთ.