ვერცერთი ხილი და მისი წვენი ვერ შეედრება მისი სასარგებლო თვისებებით ბროწეულს. ბროწეული არის დეკორატიული ხე, რომელიც გვიან შემოდგომით გვაძლევს ნაყოფს, მისი თვისებები აღწერილია ბევრ ზღაპრებში და მითებში. ორგანიზმისთვის ბროწეულს ბევრი სიკეთე მოაქვს თავისი სასარგებლო თვისებების გამო.
ააქტიურებს ჰორმონებს
ბროწეულის კურკა შეიცავს ზეთს, რომელიც საუკეთესოდ აღადგენს ორგანიზმში ჰორმონულ ბალანსს. სასარგებლოა ბროწეულის კურკის ჭამა თავის ტკივილის, მენსტრუალური ტკივილის, კლიმაქსის გამოვლენის დროს.
ბუნებრივი ინსულინი
ბროწეულის ნაყოფი ერთ-ერთი ტკბილეულია შაქრიანი დიაბეტის დროს, რომელიც არა მარტო დასაშვები, არამედ სამკურნალოც არის. დღეში 4-ჯერ ჭამამდე 1 ჩ/კ ბროწეულის წვენის დალევა მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულინის დონეს სისხლში.
ზრდის ჰემოგლობინის დონეს.
ბროწეული უკვე დიდი ხანია ცნობილია, როგორც ანემიის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება. ანემიით დაავადებული ადამიანებისათვის საკმარისია ბროწეულის წვენი 0.5 ჭიქა 3 ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე 2 თვის განმავლობაში.
პირის ღრუს და ყელის ანთებისთვის
ყელის ტკივილის, ფარინგიტის, სტომატიტის დროს ბროწეულის ჭამა ან წვენის მირთმევა ძალიან სასრგებლოა, მასში შემავალი ტანინი ხსნის ტკივილს, ორგანული მჟავები მოქმედებს ანთებისსაწინააღმდეგოდ.
აქვეითებს წნევას
ბროწეულის კურკა საუკეთესო გამოსავალია ჰიპერტონიკებისთვის, არტერიულ წნევას დაბლა სწევს და არანაირი გვერდითი ეფექტი არ გააჩნია. ბროწეულის ჩირის ჩაი სასარგებლოა უძილობის, ნევროზის, შიშების დროს.
საუკეთესო კოსმეტიკური საშუალებაა
ბროწეულის კანი დაფქვილი ზეითუნის ზეთთან ერთად საუკეთესოა ცხიმიანი , ფორებიანი და ანთებისკენ მიდრეკილი კანისთვის. დაფქვილი კანი კარგია დამწვრობის, ნაკაწრების დროს.
ხსნის ანთებას
ბროწეულის მოხარშული ქერქის ნაყენი ძალიან სასარგებლოა სხვადასხვა ანთებითი დაავადებებისთვის (თირკმელი, ღვიძლი, ყურები და თვალები, სახსრების, გინეკოლოგიური ორგანოები).
მომზადება, დაასხით 2 ჩ/კ დაფქვილი ქერქს 1 ჭიქა ცხელი წყალი, შემდეგ მოვხარშოთ წყლის აბაზანაზე 30 წუთის განმავლობაში, გააზავეთ ადუღებულ წყალში, მიიღეთ 50 გ 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.
გიცავთ გამოსხივებისგან
ბროწეულის წვენი აუცილებელი საკვები დანამატია მათთვის, ვინც მუშაობს ან ცხოვრობს რადიაციის ზონაში.
ძლიერი ანტიჰელმინთური საშუალება
მწიფე ბროწეულის კანი შეიცავს ალკალოიდ პელტერინს, იზოპელტერინს და მეთილიზოპელტერინს, მათ გააჩნიათ ძლიერი ჭიების საწინააღმდეგო ეფექტი.
ჭიების მოსაცილებლად, 40-50 გრ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 400 გრ ცივი წყალი, 6 საათის განმავლობაში დადგით და შემდეგ ადუღეთ სანამ ნახევარი სითხე არ აორთქლდება. მიღებული ნაყენი გაწურეთ და ერთი საათის განმავლობაში ცოტ-ცოტა მოსვით, ერთი საათის შემდეგ კი მთლიანად დალიეთ. 4-5 საათის შემდეგ გაიკეთეთ ოყნა.
საფაღარათო საშუალება
ბროწეულის ქერქი და ნაყოფი კარგია კოლიტის, ენტეროკოლიტის, ფაღარათის დროს. მოზრდილებისთვის რეკომენდებულია გამშრალი და დაფქვილი ქერქი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, ბავშვებისთვის- წყალში გაზავებული ყოველ დღე. ქერქში შემავალი პოლიფენოლები ინფექციური დიარეის დროს ამცირებს დიზენტერიის და სხვა პათოგენეზის რისკს.
ბროწეული დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია. იგი ცნობილია უძველესი დროიდან. ბიბლიაშიც კი გვხვდება. ახლა თქვენ იცით, როგორ შეგიძლიათ ისარგებლოთ და დატკბეთ ბუნების ამ საოცარი საჩუქრით.